• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რაც ანტისაფასო პროპაგანდისტული სპეცოპერაცია დაიწყო, ფასებმა 1,2 პროცენტით მოიმატა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:44 02-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
538

ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,იანვარში, რაც ანტისაფასო პროპაგანდისტული სპეცოპერაცია დაიწყო, ფასებმა 1,2 პროცენტით მოიმატა დეკემბრის თვესთან შედარებით. სურსათზე ფასები წლიურად 10 პროცენტით გაიზარდა. სინამდვილეში ინფლაცია იმაზე მეტია, ვიდრე საქსტატი აჩვენებს. ეს დაწესებულება “ოცნების” მთავრობის მომსახურედ გადაიქცა. სწორედ ამიტომ, ამოეწურა რა თანამდებობაზე ყოფნის ორი ვადა, ანუ 8 წელიწადი, სპეციალურად ცვლიან კანონს და მისი დირექტორის უვადოდ დანიშვნის წესი შემოაქვთ.

ინფლაციის ( ისევე როგორც მშპ-ს) მაჩვენებელი მრავალი გზით ყალბდება. საქსტატის მიერ გამოცხადებული ფასების გადამოწმება ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენთან მისი აღრიცხვა ხდება ძველი, მამაპაპური მეთოდით. დადიან რვეულითა და ფანქრით სავაჭრო ობიექტებში და იწერენ ფასებს. ევროპის ქვეყნებში ფასების აღრიცხვა ძირითადად ელექტრონულად ხდება.

ინფლაცია ელექტრონულად გაიანგარიშება ონლაინ ფასების გამოყენებით: საცალო ქსელები სტატისტიკურ უწყებებს გადასცემენ სალაროს სისტემებიდან ამოღებულ ტრანსაქციებს, სადაც ჩანს რეალური ფასი და გაყიდული საქონლის რაოდენობა. ეს მონაცემები იწმინდება და “იწონება” სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რის შედეგადაც მიიღება ფასების რეალური დინამიკა.

დავაკვირდეთ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას. დავუშვათ, საქსტატს არ უნდა, რომ ინლაციის წლიური მაჩვენებელი იყოს მაღალი. ვთქვათ, ფასების ზრდის რეალური სიდიდე არის 5 პროცენტი, საქსტატს კი უნდა აჩვენოს 4,8 პროცენტი( რა რიცხვიც დღეს დასვეს). ჩამოთვლილია საქონელი, რომელზეც ფასებმა მოიმატა. აქვეა ნაჩვენები, რომ თურმე რომელიღაც საქონელზე იანვარში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირებულა. კერძოდ: მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (-0.5 პროცენტით), ტანსაცმლზე (-4.8 პროცენტით), ფეხსაცმლზე (-3.4 პროცენტით). დავუშვათ მართლა შემცირდა ფასები საქონლის ამ ჯგუფზე ერთი-ორი პროცენტით, მაგრამ გინდა მთლიანი ინფლაციის ლამაზი მაჩვენებლის გამოყვანა. რა შეიძლება მოიმოქმედო? აიღებ და დაწერ, რომ ამ საქონელზე ფასები შემცირდა არა 1-2, არამედ ხუთი პროცენტით. ვინ გადაამოწმებს ამას, ათასობით მაღაზიაში იყიდება ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. იმასაც არ გეტყვიან, რომელ სავაჭრო ობიექტებზე აწარმოებენ დაკვირვებას.

მთავრობის ანტიინფლაციური კამპანია წარუმატებელი რომ არ აღმოჩნდეს, მომავალში, შეშინებული საქსტატი უფრო ფრთხილად მოეკიდება ყოველ გამოსაქვეყნებელ რიცხვს და პოლიტუკური ცენზურის ქვეშ გაატარებს.

სტატისტიკის გაყალბება სერიოზული დანაშაულია. დამახინჯებული ინფორმაცია ვნებს ბიზნეს, თითოეულ მოქალაქეს და ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოების( მაგალითად, ეროვნული ბანკი) გამართულ მუშაობას.

ყველა, ვინც აყალბებს მონაცემებს, აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქსტატიდან ამას არ დაადასტურებენ, ძალიან სცდებიან. საპროცესო გარიგების სანაცვლოდ სიამოვნებით დაადებენ ხელს, ვისაც საჭიროა.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved