ბადრი აბაშიძემ, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან თაღლითობაში სდებენ ბრალს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლის დასრულების შემდეგაც, ჩართული კამერის წინ თავის დაწვა სცადა.
კადრებში ჩანს, როგორ ისხამს თავსა და სხეულზე სითხეს. ამის შემდეგ მას გვერდით ჩაუვლის რამდენიმე ადამიანი, გამოლაპარაკების ხმაც ისმის. მათი ჩავლის შემდეგ, იგი ცეცხლს აჩენს, ცეცხლი ედება ბალახს, და შემდგომ მას, ჩანს, როგორ ცდილობს ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე მოკიდებული ცეცხლის ჩაქრობას და გარბის კამერის არეალიდან. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის მანქანა (ხმემის მიხედვით), გარბიან იმავე მიმართულებით, საითაც ბადრი აბაშიძე და თიშავენ კამერას.
ვიდეოს კომენტარებში რამდენიმე ადამიანმა დაწერა, რომ გადარჩა და ცოცხალია.
როგორც გამოცემა აჭარა თაიმსს თვითმხილველები უყვებიან, ცეცხლის წაკიდების შემდეგ, მამაკაცი იქვე მდებარე ღია აუზში ჩახტა და გადარჩა. მათივე ინფორმაციით, ის ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცეცხლის გაჩენამდე, ვიდეოში, ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ მიწაში, რომელიც მას და მის სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის, აღმოჩნდა ოქრო და ამიტომ სურთ, წაართვან. შესთავაზეს 1 მილიონი დოლარი, 3 მილიონი, 5 მილიონიც და არ დათმობს, რადგან “სიცოცხლითაა პასუხისმგებელი” ამ მიწაზე და იმ წალკოტზე, რომელიც იქ უნდა გაშენდეს.
იგი ჰყვებოდა, რომ ბანკებმა მას დაუყადაღეს ანგარიშები, სავარაუდოდ, ანგარიშების დაყადაღება პროკურატურან მოითხოვა, გამომდინარე იქედან, რომ მისივე თქმით, საქმეა აღძრული.
ბადრის მტკიცებით, 13 500 ადამიანია გაერთიანებული საზოგადოებაში და ე.წ. სასაჩუქრე კულტურით, სასაჩუქრე სისტემით შეიძინეს 100 ჰა-მდე სახნავ-სათესი მიწა, სადაც ჯანსაღი პროდუქტი უნდა მოეყვანათ. ეს კი, ემიგრანტებს უკან დააბრუნებდა და მიგრაცია გაჩერდებოდა თუმცა, რაკი ამ მიწაზე აღმოჩნდა ოქრო, – წართმევას უპირებენ.
- იგი ამბობს, რომ გამომძიებელი, გვარად ორჯონიკიძე ემუქრება.
- იგი ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის დათმობას სთხოვენ მოქმედი ჩინოვნიკები ფს პარლამენტარები და ემუქრებიან და აშანტაჟებენ.
- ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ჩართულია საქმეშიც საპატრიარქოც და ამბობს, რომ “ეკლესიაში სანთლის ასანთებად უნდა შესვლა და არა ვინმესთან დასაპირისპირებლად”.
- ამბობს, რომ ნოდარ მელაძეს 70 ათასი გადაუხადეს, რომ მის წინაამდეგ სიუჟეტი მოემზადებინა მის გუნდს, თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ვთქვათ რომ მელაძის გუნდს არ გაუხმაურებია ბადრი აბაშიძის საქმე, მის სიუჟეტამდე არაერთი თვით ადრე, რუსთავი2-მა, კურიერმა მოამზადა მასალა მასზე.
ვიდეოს მსვლელობისას, კომენტარებში არაერთი ადამიანი სთხოვდა ბადრის თანხის დაბრუნებას. წერდნენ, რომ ფული წლების წინ დარიცხეს და სარგებელი არ მიუღიათ, ამიტომ ფულს უკან ითხოვენ. ერთ კომენტარში წერს მოქალაქე, რომ პირად შეტყობინებებს ფულის დაბრუნების შესახებ ბადრი აბაშიძე არ პასუხობს.
რაც შეეხება სიუჟეტებს, ტვ პირველის და ნოდარ მელაძის გუნდის ცნობით, ბადრი აბაშიძე ივანიშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან და ყაველაშვილთან გადაღებული ფოტოებით ემიგრანტებს არწმუნებდა რომ ოცნებასთან დაახლოებული პირია და ემიგრანტებისგან დიდი ოდენობის ფული მიითვისა.
თანხის დარიცხვის პრინციპი, როგორც თავად ბადრი დღეს ვიდეოაში ჰყვება – სასაჩუქრე იყო, ემიგრანტები კო ლატარიის თამაშს ასახელებდნენ სიუჟეტში და მათი თქმით, მოფიქრებული სქემის მიხედვით ორგანიზაციაში დაბანდებები 25 დოლარიდან იწყებოდა და 5000 დოლარს აღწევდა.
“ყველაფერი კი ზუსტად სამი წლის წინ დაიწყო. ჯამში 13 000 კაციან დახურულ ჯგუფში, ყველას დავალებული ჰქონდა, რომ ორგანიზაციაში მინიმუმ ორი წევრი გაეწევრიანებინა” – ამტკიცებდა ტვ პირველი.
ტვ პირველთან დაზარალბულებმა თქვეს, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ თავისუფლებაზე მყოფი აბაშიძე დაზარალებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.
ტვ პირველზე გასულ სიუჟეტამდე არაერთი თვით ადრე, “კურიერთან”, ემიგრანტმა ჟანა ლოგუამ თქვა რომ კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მხოლოდ მისგან 7000 დოლარი მიითვისა და სქემაში დაახლოებით 13 ათასამდე პირია ჩართული. მან ორგანიზაციის ლიდერებად ბადრი აბაშიძე და რუსუდან ლომიძე დაასახელა მისი თქმით, ორგანიზაცია სახელწოდებით “სიკეთე და ერთობა” ემიგრანტებს ე.წ. სასაჩუქრე სისტემაში ფულის დაბანდებას სთავაზობს. საწყისი შენატანის გარდა, ერთმა ადამიანმა სქემაში დამატებით ორი ადამიანის მოზიდვა და ჩართვა უნდა უზრუნველყოს, თავის მხრივ, ამ ორმა – კიდევ ორის და, ამ მეთოდით, ორგანიზაციის დახურულ ჩათში თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა.
ის ჰყვება, რომ რუსუდან ლომიძე დახურულ ჯგუფში ე.წ. ვებინარებს უძღვება.
“კურიერის” ჟურნალისტებმა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში ჩააკითხეს რუსუდან ლომიძეს და ბადრი აბაშიძეს ისინი ამბობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტები უნდა ჩამოიყვანონ და, სამუშაოსთან ერთად, საცხოვრებელი ფართებიც უნდა მისცენ. ამბობენ, რომ მიწები ემიგრანტებისთვის შეიძინეს, თუმცა, რუსთავი2 ამტკიცებდა, რომ საჯარო რეესტრში უკვე წლებია, მთელი ტერიტორია სრულიად სხვა პირზეა რეგისტრირებული. ბადრი აბაშიძე “კურიერი P.S-თან” უარყოფდა ფინანსური პირამიდის ორგანიზებას და ემიგრანტების ფულის მითვისებას.
პირამიდულ სქემასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა რუსუდან ლომიძეც. ისინი ამბობდნენ რომ ორგანიზაცია რეგიონული განვითარების პროექტითაა დაკავებული.
რუსთავი 2 მაშინ ამტკიცებდა, რომ ორგანიზაციას, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, სოციალურ ქსელში კვლავ ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ემიგრანტების ნაწილმა ვიდეო მიმართვებიც ჩაწერა მათ დასაცავად და სჯერათ, რომ მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის მინდვრებში, მათთვის ახალი სოფელი შენდება, ახალი ცხოვრებს დაიწყება.
ორთავე მედიასაშუალება ამტკიცებს რომ გამოძიება წელიწადია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ე.წ. სასაჩუქრე სქემის, და ფულის საჩუქრის ჩუქების სახით გადაცემული ფულის გამო, ემიგრანტებს რამის მტკიცება გაუჭირდებათ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საჩუქრის უკან დაბრუნება მოითხოვონ კანონის შესაბამისი მუხლით. მაგალითად, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ სასამართლოთი მოითხოვა დედისთვის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება. აქვე, საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი, ეს სასაჩუქრე სისტემა აგებული იყო დამატებითი შემოსავლის მიღებაზე. ბადრი და რუსუდანი საუბრობდნენ ინვესტიციაზეც, ტელესიუჟეტიც კი გავიდა ვრცელი, სადაც ინვესტიცია აქციით 1+1 დაანონსდა. დაანონსდა ასევე ადგილზე კოტეჯების აშენება ქარხნების აშენება და ამუშავება.
თითქმის ერთო წლის წინ, ბადრი ჯაფარიძის პარტნიორმა, რუსუდანმა რუსთავი2-თან თქვა:
-დაზარალებული როგორ იქნება, როცა დანაკარგი არ აქვს?
ჟურნალისტი:
-მაგრამ მან გააჩუქა თანხები და უკან არ აუღია.
რუსუდანი:
-დაელოდოს მაშინ.














კომენტარები