• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება სტუ-მ შთანთქოს თსუ…” – იცველება, თუ არა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი? – რექტორის უცნაური განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:47 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
678

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, მას “ქართული ოცნების” განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. იგი ამბობს, რომ ოცნების პრემიერის დებატებს ეთანხმება, თუმცა, უცნობია, რას გულისხმობს. იგი ამბობს, რომ პროფესორთა ნაწილი ეთანხმება გაერთიანებას, თუმცა, არ ამბობს რა ბედი ელის მათ, ვინც არ ეთანხმება? რექტორი, საზოგადოების მოსაზრებას, რომ თსუ შთანთქავს სტუ–ს პასუხობს და ამბობს, რომ პირიქით, შეიძლება სტუ–მ შთანთქას თსუ–ს, თითქოს შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლებოდეს და თითქოს, რომელი გაუქმდება პრაქტიკულად, სტუ, თუ თსუ მაგაზე ვმსჯელობდეთ.

ცნობისთვის, ის ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო წინააღმდეგი იქნებოდა, “ოცნება” ხელს არ გადაუგრეხდა უნივერსიტეტებს და მათ, პრაქტიკულად ძალით და ნების წინააღმდეგ არ გააერთიანებდა.

ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოები, აკადემიურ წევრთა შეხვედრები, სტუდენტებთან შეხვედრები, ასევე სამეცნიერო ინსტიტუტები, სამეცნიერო საბჭოები. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ეს არის ძალიან დიდი ინსტიტუცია, ამიტომ ზღვა მასალაა ჯერ-ჯერობით შემოსული, რომელზეც ვმუშაობ ჩემ კოლეგებთან ერთად, ამას ყველაფერს დავამუშავებთ. მე ხაზზე ვარ ბატონ მინისტრთან, ის არ არის საქართველოში, მაგრამ მაინც, დავამუშავებ ამ მასალას და ვფიქრობ, ჩვენ შევხვდებით და უკვე დავიწყებთ შეჯერებას იმ საკითხების. 

არიან ჩვენთან უნივერსიტეტში პროფესორები, რომლებისთვისაც მისაღებია ეს შეერთება, როგორც ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არიან ასეთი პროფესორები. 

ეს არის თემა, რომელზეც დებატები საჭიროა, ეს დებატები ბატონ პრემიერს გამოცხადებული აქვს მინდა გითხრათ და ჩვენც ვეთანხმებით. 

მე, როგორც პროფესორი უნივერსიტეტის, პედაგოგი, აკადემიის წევრი ვფიქრობ, რომ შეიძლება სტუ-მ შთანთქოს თსუ, ამიტომ ჩვენ ჩვენი აზრები გვაქვს, რომელიც უნდა შევაჯეროთ. მე და ბატონ ჯაბას [სამუშია] ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვფიქრობთ იმ მოდელზე, რა შეიძლება გამოვიდეს,” – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება – ამის შესახებ ინფორმაცას EDU.ARIS.GE ავრცელებს.

“კობახიძე ხელს არ არ გადაგვიგრეხს” – რაზე შეუძლია შეპასუხება “ოცნებასთან” აკადემიურ საბჭოს? – დავით გურგენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved