• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიის განცხადება და 4 რეკომენდაცია “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
14:39 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,033

გერმანიის საელჩო თბილისში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ “საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.“

მათი თქმით, გერმანიამ განცხადება უკვე გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით.

საელჩო საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობის ვალდებულებებს უსვამს ხაზს, რომლის თანახმად,  ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს შემოწმება.

საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას – ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.

ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი:

გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.

გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით, -წერს საელჩო.

გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს:

  •  გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;
  • მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;
  • გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;
  • გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved