• რეკლამა
  • კონტაქტი
19:39, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ მოქალაქეს ემუქრება 6-წლიანი ციხე კანონის ცვლილებით?.- ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
01:07 01-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,166

იურისტი, საბა ბრაჭველი:

როგორც იქნა, საინტერესო კანონპროექტი დაიდო პარლამენტის საიტზე, ამიტომ, რაც შეიძლება მოკლედ:

1. ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან; მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც); მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს.

2. სანამ განმცხადებელი მთავრობისგან ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც ნეტფლიქსის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს – 6 წელი ციხე დაემუქრება.

3. თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითიც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი.

4. გაერომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებითვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც.

5. საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ა.შ.) აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც, თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.

6. მეტიც, სათაო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.

7. ექვსწლიანი სასჯელი (მძიმე დანაშაული) ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას უფლება ექნება, უკვე ლეგალურად მოუსმინოს ნებისმიერ პირს, რომელზეც პატაკში მხოლოდ ის იქნება მითითებული, რომ მას უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ პირთან რაღაც საქმიანობა აქვს. დამატებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე დანაშაულია, ამიტომ, მაგალითისთვის ორგანიზაციამ რამე თუ არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელებს დაიჭერენ (გრანტების კანონის დარღვევის გამო), და ცალკე დანარჩენებს – შეუტყობინებლობის გამო.

8. ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან.

9. პროტესტში მყოფი ადამიანები ‘გაგვლახენ უკვე’ ვითარებაში არიან და ეს შეზღუდვები მათთვის ძალიან ნამეტანი რთულად გადასატანიც არ იქნება – გამოიმუშავეს უკვე მედეგობა. აი იმ ხალხმა კი, ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მათ არ შეეხებოდა, ჯობია მალე დაიწყოს დეკლარირების წესების სწავლა, ექსელის ფაილის შევსება და თანხმობების ლოდინი. სერიოზული გამოფხიზლება ელით წინ.

10. მაინც ვერ გავიგე, რა არის ამ კანონში რუსული.

პ.ს. ეს მხოლოდ ინიციირებული ვარიანტია. კიდევ რამდენი რამის ჩაწერა მოესწრება კანონის მიღებამდე, ვნახავთ ერთად.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved