საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, წერს:
კორუფციას ვებრძვით ყველა მიმართულებით!… ეროვნული პრემია კი მიენიჭა როინ მეტრეველს !
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოდნენ.
ეროვნული პრემია მიენიჭა ლევან ჯაფარიძეს სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის: „მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა“, „მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე“, „მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები“.
ეროვნული პრემია ასევე მიენიჭა ავტორთა ჯგუფს – (შემადგენლობა: როინ მეტრეველი, ვახტანგ გურული, ლელა მიქიაშვილი, ვალერიან ვაშაკიძე, გიორგი ჭეიშვილი, ოთარ ჯანელიძე, ჯონი კვიციანი და ალექსანდრე დაუშვილი) სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისთვის – „კავკასიის ისტორია“ (ორტომეული).
გამარჯვებულებს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.














კომენტარები