ყოფილი პარლამენტარი კოტე კემულარია:
აშშ ასაჯაროვებს რუკას — ვის თვლის რეგიონში თავის მოკავშირედ ირანის მიმართ ოპერაციაში!
ყველაზე საინტერესოა რომ, ნატოს წევრი თურქეთი მოხვდა ე.წ. “რუხ ქვეყანათა”ჩამონათვალში, რომელნიც არ არიან ირანის პარტნიორები, მაგრამ ეწინააღმდეგებიან ირანის მიმართ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას!!!
დღეს ქვეყნდება თურქეთის საგარეო მინისტრის
განცხადება:”დაუშვებელია ირანის მიმართ სამხედრო ოპერაცია, ვინაიდან ირანი მზადყოფნას
აცხადებს ამერიკასთან მოლაპარაკებაზეო”!ბოლო დღეებში მადუროც მზადყოფნას აცხადებდა მოლაპარაკებაზე, მაგრამ არ დათანხმდა ტრამპის წინადადებას—აშშ გარანტიით წასულიყო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში…
ტრამპმა გუშინ განაცხადა რომ ირანი თანახმა არის მოლაპარაკებაზე… თუმცა, ჯერ უცნობია—
შესთავაზა ამერიკამ აიათოლას ირანის დატოვება და მესამე ქვეყანაში წასვლა???ირანის მძიმე პერსპექტივით ძალიან არიან
დაღონებულები მ ო ს კ ო ვ შ ი:
“ვენესუელის შემდეგ ირანის ჯერი დადგა—
ამერიკამ იპოვა გზა როგორ გადაარჩინოს აშშ
ეკონომიკაო”—წერენ კრემლის ექსპერტები!რუსი სპეციალისტები ასკვნიან:
ირანის ოპერაცია გამოიწვევს ჰორმუზის სრუტეში არაბული ნავთობის მოძრაობის გადაკეტვას, რაც მოემსახურება
ამერიკის და აშშ კონტროლირებადი-
ვენესუელის ნავთობის უფრო ხელსაყრელ ფასად გაყიდვასო”!!!
ფაქტია, ამ ვითარებაში,სანქცირებული რუსული ნავთის მოძრაობის კონტროლი, აშშ და მისი მოკავშირეების მხრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება…
საქსტატის მონაცემით, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ნავთობგადამუშავება არ ხდებოდა, საქართველოდან არის ექსპორტირებული ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი?!?!
აშშ სამსახურები ამჟამად სწავლობენ: საქართველოდან 19 ტანკერის მიერ ექსპორტზე გატანილი “ქართული” ნავთობპროდუქტები, ხომ არ იყო სანქცირებული რუსული წარმოშობის??? …რომელთა სატვირთო-სატრანსპორტო დოკუმენტაციაც შესაძლოა ყოფილიყო გაყალბებული…
“ქვეყანაში მდგომარეობა არის მ ძ ი მ ე ო”-
ანონსირებული “დებატების” განმარტებისას საუბრობდა გუშინ ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი!ნამდვილად არის “ოცნების” ხელისუფლების
მდგომარეობა მ ძ ი მ ე… რუსეთის იმპორტზე “დიდი ფულის” შოვნის
პრიორიტეტმა და ზღვარგადასულმა
სიხარბემ, ივანიშვილის ხელისუფლება ავტოკრატიის კლასიკურ ფინალამდე მიიყვანა—
ახლა ყველაზე “ერთგულებზე” და გავლენიანებზე ეჭვიანობენ და მათ იჭერენ…ირანის კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენი რეგიონისადმი ამერიკის და მთელი დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების გამო,
საქართველოს ხელისუფლებას მართებს:
უპრეცედენტო პოლარიზაციის მასაზრდოებელი
ძალადობრივი პოლიტიკის შეწყვეტა და
განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო
ციხეში გამოკეტილი ადამიანების დაუყონებლივ
გათავისუფლება….ბოლო სამი დღეა ამის შესახებ დაუსრულებლად ისმის მოწოდებები ამერიკის კონგრესის, გაეროს,
ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ტრიბუნებიდან!!!ივანიშვილის ხელისუფლების აშშ-ევროპასთან კონტაქტის აღდგენის ე რ თ ა დ ე რ თ ი გზა აქვს—
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა
გათავისუფლება!!!ასევე, მხოლოდ ამ ნაბიჯმა შეიძლება შეიქმნას
ამ ხელისუფლებისთვის-განსხვავებული პოზიციის მქონე ხალხთან დ ი ა ლ ო გ ი ს
შესაძლებლობა…














კომენტარები