ქართული ოცნების მხარდამჭერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰელსინკის კომისიაში, ალბათ, თემურ ლენგსაც მოუსმენენ, სავარაუდოდ, არ ახსოვს, რომ ეს ირაკლი კობახიძეა, საქართველოს 8-გზის ამაოხრებლის, თემურ ლენგის ძეგლს რომ პატივით და ყვავილებით “სტუმრობს”.
“ლორა თორნტონისა და ჯო უილსონის შემდეგ, ჰელსინკის კომისია, ასევე, მოუსმენს თემურ ლენგს, ვლადისლავ არძინბას და გენერალ როდიონოვს. ონლაინ ჩაერთვებიან ჯალალედინი, მურვან-ყრუ და შაჰ-აბასი.მოსმენა – მოსმენად, მაგრამ ისეთი სასტავი იჩითება, რომ, “გული მიგრძნობს, ესენი “მეგობარ აქტსაც” მიიღებენ, – წერს იაკობაშვილი
ცნობისთვის, გასულ წელს, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ყოფნისას პატივი მიაგო საქართველოს 8-გზის ამაოხრებლის, თემურ ლენგის ძეგლს.
შეგახსენებთ, რომ იგივე ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან არასოდეს არ არის ნამყოფი.














კომენტარები