• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძე, ვასილ ჩიგოგიძე, კანონიერი ქურდის შვილი და ინდ. მეწარმე – რა კლანური დაპირისპირებებია გურიაში? – ლადო მენაბდე

ალია ავტორი - ალია
14:16 01-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,370
ჟურნალისტი, ლადო მენაბდე, სოციალურ ქსელში, ჩოხატაურის ყოფილი მერის და ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და წერს:
“ერთის მხრივ გიორგი კობახიძის (ირაკლი კობახიძის მამა), მეორეს მხრივ, ვასილ ჩიგოგიძის კლანების დაპირისპირება – ოზურგეთში მომხდარი ცემა-ტყეპის მიზეზები
წუხელ – ილა კეჭაყმაძის რესტორან “ილიკოში” , ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლის ცემას, თავისი პრეისტორია აქვს.
მანამდე ვთქვათ, რომ პოლიციის მიერ ამ წუთამდე იძებნება, მოსკოვში მოქმედი, ჩოხატაურელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”, კახა ჩხიკვაძის შვილი-რომელსაც ბრალად, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით შარაშიძესთან ერთად, პოლიციელის ცემა ედება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშიძემ პოლიციელი, ამ “კანონიერი ქურდის” წარმომადგენლებთან ერთად, მათივე დახმარებით სცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ მხარეს წარმოადგენენ, ვასილ ჩიგოგიძის კლანი, პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე, ე.წ. “კანონიერი ქურდი” კახა ჩხიკვაძე, რომელიც მოსკოვში საქმიანობს და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე.
ხოლო მეორე მხარეს გიორგი კობახიძის (ირაკლი კობახიძის მამა) კლანი, თავად გიორგი კობახიძე, ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და თავად ნაცემი პოლიციელი, რომელიც კუჭავას ახლო ნათესავია.

დეტალები:

რატომ იჩხუბეს ოზურგეთში მეზობლებმა, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, და ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომელმა.
სუფრაზე შარაშიძე, მივიდა პოლიციელთან და მის წინამორბედს, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კუჭავას დედა შეაგინა და მოღალატე უწოდა, პოლიციელი ჯინჭარაძე ირაკლი კუჭავას ახლო ნათესავია, საკრებულოს თავმჯდომარის გინებას, რომელსაც ის აგრძელებდა, სიტყვიერი დაპირისპირება, მოგვიანებით კი ფიზიკური შეხლა შემოხლა მოყვა-საქმე გვაქვს ჩოხატაურის “ქართული ოცნების” კლანების დაპირისპირებასთან.
წუხელ ოზურგეთში, რესტორან “ილიკოში” პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის თანაშემწის, გურიის ტროლების ფაბრიკის არაოფიციალური ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას შვილიშვილის ნათლობაზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი მეზობელი, ჩოხატაურელი პოლიციელი სცემა.
დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციელი, რომელსაც გამოძიებამდე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, გადაყვანილია ექსპერტიზაზე.
ძებნაშია ორი პირი.
წყაროს ცნობით, რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, ის, გასული, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდიდან მოდის, როცა მხარეები ერთმანეთს, ძალთა გადანაწილებისათვის ებრძოდნენ, საუბარია ჩოხატაურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ადგილებზე.
ორთავე კლანი (მაშინ შარაშიძე მერი იყო, კუჭავა საკრებულოს თავმჯდომარე). ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, ვასილ ჩიგოგიძის კლანმა იმ მიზეზით გაიმარჯვა, რომ გიორგი კობახიძის კლანმა, ამ ბრძოლაში კრიტიკული მედია გამოიყენა, რაც “ქოცთა სათავეში” წითელი ხაზების გადაკვეთად ჩათვალეს.
ის ფაქტი. რომ პოლიციელის ცემაზე ინდ მეწარმე გივი მათითაშვილი იძებნება-ბევრის მეტყველია, სწორედ მის მიერ გახარჯულ ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილ 399 ათას ლარს მოყვა თავის დროზე დაპირისპირება”
დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ 2 ადამიანზე კი ძებნა გამოაცხადეს.
“ალია” დაუკავშირდა ირაკლი კუჭავას. იგი ჟურნალისტ, ლადო მენაბდის პოსტში მოყვანილ იმ ფაქტებს, რომლებიც მას ეხება სრულად უარჰყოფს და ამბობს, რომ იმ დღეს ხსენებულ რესტორანში არ ყოფილა, მეტიც, ოზურგეთშიც კი არ იყო და იმყოფებოდა ჩოხატაურში, სახლში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved