• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება

ალია ავტორი - ალია
11:41 01-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,310

მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. აღნიშნულს “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ელი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.

„შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს.

თავის მხრივ, საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.

აღსანიშნავია, რომ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.

ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც“, – წერია განმარტებით ბარათში.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved