• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის და რა სივრცეში სჭირდება ქართულ ოცნებას ,,დებატები” ? – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
04:55 01-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

რისთვის და რა სივრცეში სჭირდება ქართულ ოცნებას ,,დებატები” ?

● დავიწყოთ იმით, რომ ეს არის რეჟიმი.

ქართული ოცნება მთლიანად გასულია ყველა სივრციდან.

ქვეყნის გარეთ არ ცნობენ.

ქვეყნის შიგნით მარტოა დარჩენილი და მოწყვეტილია ყველას და ყველაფერს, რაც მას უნდა აღიარებდეს ხელისუფლებად – ცუდ, საშინელ, მოძალადე, რუსულ, მიუღებელ, მაგრამ მაინც ხელისუფლებად. ის არ არის ხელისუფლება. თუ შენ საკუთარი თავის გარდა არავინ გაღიარებს, შენ არა ხარ ხელისუფლება.

ქართული ოცნება ხელისუფლება აღარ არის სულ ცოტა ორი თარიღის შემდეგ. პირველი, 2024 წლის 26 ოქტომბერი, როცა მიიტაცა საპარლამენტო არჩევნები; მეორე, 2024 წლის 28 ნოემბერი, როცა საქართველოს საგარეო კურსი დეკლარირებულად შეცვალა, რის გასაკეთებლადაც მისთვის მანდატი არავის მიუნიჭებია. შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ამ ორი თარიღიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს ახალი, სამართლიან წესებზე დაფუძნებული საპარლამენტო არჩევნები და ივანიშვილი გამოემშვიდობოს ძალაუფლებას (ასე თუ ისე, ეს მაინც მოხდება).

ქართული ოცნება ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ხელში ჩაიგდო სახელმწიფო და მას იყენებს ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის.

კვლავ და კვლავ გავიმეორებ – ქართული ოცნების მთავარი პრობლემა უწყვეტი პროტესტია, რომელიც გრძელდება 400 დღეზე მეტია. რა მეთოდს არ მიმამრთა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. პირდაპირი ფიზიკური ძალადობით, ფინანსური წნეხით, დაპატიმრებებით და აბსურდული კანონებით ხალხი სახლებში ვერ შეიყვანა.

პოლიტიკურად ქართული ოცნება არ არსებობს არც ერთ სივრცეში გარდა ივანიშვილის სასტუმროს, პარლამენტის ჯებირებშემორტყნული შენობისა და პროპაგანდისტული არხების სტუდიებისა. ყველგან მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრებიან.

მთავარი ადგილი, სადაც პოლიტიკა არსებობს, ესაა რუსთაველი, პარლამენტის შენობის წინ. ამ პოლიტიკას პროტესტი ჰქვია.

ახლა ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც აქციებს ვერ მოერია, ცდილობს, იმ თავის რომელიმე ტელესტუდიაში ალტერნატიული სივრცე გამოიგონოს და თქვას, რომ აი, ეს არის პოლიტიკა, აქ ვისაუბროთ და მე, როგორც ტერორისტი, მაღიარეთ მხარედ. აღიარების იმიტირება უნდა. მხარედ დავფიქსირდები, ვარსებობს როგორც პოლიტიკური ძალა. კი, არალეგიტიმურს მიწოდებთ, მაგრამ ხომ ვსაუბრობთ. ასე თუ ისე, მხარეები ვართ. ეს ჩემთვის საკმარისიაო. რეჟიმი, რომელსაც არავინ ცნობს, რაღაც ფორმით მაინც აღიარებას ჩალიჩობს. გაიხსენეთ, რას ეუბნებიან ჟურნალისტებს – თქვით, რომ მინისტრი მქვია, თქვით, რომ დეპუტატი ვარ და მოგცემთ კომენტარს პარლამენტის შენობის დერეფანშიო. თქვით, რომ პრეზიდენტი ვარ, თქვით, რომ პრემიერი ვარ და ასე შემდეგ.

ესაა ჩემი სტატუსის პირველი ნაწილი ანუ მიზანი, რისთვისაც აუღიარებელმა დაჯგუფებამ ასე მოწმენდილ ცაზე დებატების სურვილი გამოაცხადა.

● მეორე ნაწილი. როგორ წარმოუდგენია ქართულ ოცნებას ეს დებატები ?

უპირველეს ყოვლისა, სივრცეს თავად შეარჩევს ანუ პროპაგანდისტული არხებიდან რომელიმეს ან ზოგიერთს. მოიფიქრებენ ან მოფიქრებული ექნებათ, სად ურჩევნიათ. ინტენსივობასაც თვითონ დაადგენენ. დაგეგმავს, ეს თემატური იქნება თუ ზოგადი – როცა როგორ მოესურვება. მოდი ვისაუბროთ რამეზე, სხვადასხვა თემაზე, ექსპერტებიც შემოგვიერთდნენ, ოღონდ იმაზე არა, რომ ხელისუფლება მიიტაცეს და ქვეყანა რუსეთს მიუერთეს – ესაა ჩანაფიქრი. ამასთან, გაურკვეველია, ვისთან არიან მზად დებატებისთვის და ვისთან არა ან ვინ სად დაუშვან და სად არა. ან თავიანთი რიგებიდან ვინ დასვან და ვინ არა. თავის გადასაზღვევად მოიფიქრებენ რაღაცებს. არაერთი ნიუანსია. მოკლედ, ფორმას მაქსიმალურად მოარგებენ საკუთარ ინტერესებს, რადგან უსიამოვნო სიურპრიზებისგან ბოლომდე ვერ იქნებიან დაზღვეული. ასევე გააჩნია ფორმატს, ყოველთვის შეიძლება სასურველი ფორმატის მოფიქრება, თუმცა ეს ყველაფერი მაინც დეტალებია. გავიმეორებ, მთავარია, შექმნან სივრცე, თუნდაც ხანდახან ცოტათი არაკომფორტული, მაგრამ სადაც თითქოსდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდებიან. უღირთ. სჭირდებათ.

დავსვათ შეკითხვა – რა უშლიდათ აქამდე ხელს დებატებში მიეღოთ მონაწილეობა თუნდაც თავინთ სივრცეში და მათზე მაქსიმალურად ადაპტირებულ ფორმატში ? არ სჭირდებოდათ. ახლა რატომ მოუნდათ – იმიტომ, რომ გაუჭირდათ. ამდენი ხანია, წვალობენ და ვერ მოიპოვეს ადგილი, სადაც მათ ვინმე მხარედ აღიარებდა. არათუ ხელისუფლება არ არიან, მხარეც კი ვერ გახდნენ. დარჩნენ აუღიარებელ ორგანიზაციად, ტერორისტულ დაჯგუფებად, რომელიც ყველაფრიდან გარიყულია.

ქართული ოცნება წლებია, არ ეკარება კრიტიკული არხების სტუდიებს. ეს მათი სტრატეგიის ნაწილია. რომ თანხმდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ძალაუფლებისა და ფაქტობრივი რეპრესიული მექანიზმების მქონე ტერორისტებისგანაც აიღებდნენ ინტერვიუს და დებატებსაც გამართავდნენ, რადგან ამ დაჯგუფებას (ქართულ ოცნებას) უმძიმესი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე, მაგრამ ამ კრიტიკულ სივრცეებში ისინი ლეგიტიმაციას კი არ მიიღებდნენ, არამედ მათი არალეგიტიმურობა განმტკიცდებოდა და ამაში უფრო მეტი მოქალაქე დარწმუნდებოდა. სადაც ოცნება კი არა, ჟურნალისტი წყვეტს და ადგენს, რა და როგორ წარიმართოს მის გადაცემაში, ეს მათთვის დიდი რისკია. რისკი კი არა, კოშმარია. ყველა დანაშაულს ააფარებენ სახეზე მაყურებლის წინაშე. მოვიდნენ, თუ მაგრები არიან, მაგრამ ლაჩრები და მშიშრები არიან. იციან, გაფარჩაკდებიან. წლებია, კარი ღიაა ისედაც, მაგრამ მათთვის ის ფორმა, ადგილი და ,,შინაარსი”/მოტივაციაა (მხარედ აღიარების იმიტაცია) სასურველი, რაც ზემოთ ვრცლად დავწერე.

თუმცა ადგილი, ფორმატი და სხვა ყველაფერი ერთია, მთავარი კი ორი რამეა :

1. რეჟიმმა ვერ უნდა შეძლოს იმიტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, თითქოს ნორმალური ვითარებაა.

2. ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა მიიღოს პოლიტიკური მხარის სტატუსი. ის არაა პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ოპოზიციონერი ფეხს შედგამს ქართული ოცნების მიერ მოწყობილ რომელიმე სივრცეში, ქართულ ოცნებას არ უნდა ესაუბროს როგორც პოლიტიკურ პარტიას და რეჟიმმა ვერ უნდა შეძლოს პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რეჟიმის მოტივაცია, ვითომ ჩვეულებრივი ვითარებაა, ვერ უნდა განხორციელდეს. ეს როგორ წარმოუდგენიათ ოპოზიციონერებს, ალბათ თავად უკეთ იციან, ეს მათი პასუხისმგებლობაა. არალეგიტიმურობა და რეჟიმის დანაშაულებია მთავარი საკითხი და არა ის, რასაც ქართული ოცნება თემად მოიფიქრებს და ,,საქმიან” დისპუტად გაასაღებს, თითქოს მართლა ხელისუფლებას წარმოადგენდეს, თითქოს რუსები არ იყვნენ, ციხეები პოლიტპატიმრებით არ იყოს სავსე, ქვეყანაში სასამართლო არ იყოს გაუქმებული, ხალხს გადაადგილებას არ უკრძალავდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

PS

ისე, ქართული ოცნება პირობებს ვერ უნდა აყენებდეს. მას უჭირს და მას დასჭირდა, თვითონ არიან ვირთხის დღეში, ხოდა თუ ასე სწყურიათ დებატები, მოვიდნენ ყველგან და უპასუხონ შეკითხვებს. ნამდვილად მაქვს შეკითხვები ტერორისტულ ორგანიზაციასთან და განვუმარტავ, რატომ არიან ტერორისტული დაჯგუფება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved