• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვულოცავ იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ“ – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
14:26 01-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,352

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა:

,,ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან და რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი ქართული საქმე გვეკეთებინოს. ნურავინ დავიბრალებთ: “ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდა”. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან  და არც 2012-დან დაწყებულა. გვეყო, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. რაღაც შეცდომებს გვპატიობს ქრისტე, ჩვენ ის მაინც გავაკეთოთ – დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. რამდენი წელია ვიძახით – შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ ხომ?!

მოვითხოვიოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ, თუ ვინ არ წავა ამაზე ყველა ვნახავთ, ვის უნდა და არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ და ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და არ ვიტრაბახოთ…

…ქართველები სულ ერთმანეთთან ბრძოლაში ვართ, აბა გადახედეთ როგორ ვებრძვით ერთმანეთს. თუნდაც ახლანდელი პერიოდი ავიღოთ. 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, უნდა ვიდღესასწაულოთ და შეიძლება, ბანაკებად დაყოფილმა ქართველებმა ვიდღესასწაულოთ?! ჩვენ დავდგეთ იქ [სადღესასწაულო წირვაზე] და სხვა ჩვენი ძმები, თუნდაც ვიღაც თვლიდეს რომ არასწორად იქცევიან… რატომ არ ვინდომებთ, რატომ არ ველაპარაკებით მათ.

როდესაც ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ, მთავრობას და მხედრობას ვავედრებთ. ვევედრებით, რომ ყველა მტერზე გაიმარჯვოს და ქვეყანაში მყუდრო ცხოვრება იყოს. გვაქვს კი ერთმანეთთან მშვიდი და უშფოთველი დამოკიდებულება?

ერთმენეთს ხელი გავუწოდოთ, ასე გაყოფილი როგორია?! სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კი შეშინებულები არიან. არ შეიძლება, ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარკვიოთ საქმეები”

თეგები: მეუფე იაკობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved