• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოლდოველი არის რუმინელი – ერთი ეთნოსია, ერთი ენაა, ერთი კულტურაა, ერთი ისტორიაა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
06:28 01-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,863

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ალბათ ნახავდით ხელისუფლების მიერ აგორებულ ანტიმოლდოვურ პროპაგანდას მაია სანდუს სიტყვების წინააღმდეგ, რომლითაც ის რუმინეთთან მიერთებას ემხრობოდა.

არავის მოატყუებინოთ თავი: მოლდოველი არის რუმინელი. მოლდოველი უდრის რუმინელს. ეს ხალხი ერთი ხალხია. ერთი ეთნოსია. ერთი ენაა. ერთი კულტურაა. ერთი ისტორიაა. დროშაც კი მსგავსი აქვთ ერთმანეთის. მოლდოვაში რუმინეთთან მიერთების საკითხი ბოლო 35 წელიწადია აქტიურად მიმდინარეობს და ნაწილობრივ სისხლიც ამის გამო დაიღვარა დნესტრისპირეთში.

რუმინეთს, ჯერ რუსეთის იმპერიამ წაართვა ისტორიული რუმინეთის ის ნაწილი, რომელსაც მოლდოვა-ბესარაბია ეწოდა და თავად მიიერთა. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთმა კვლავ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და მოლდოვა დააბრუნა თავის წიაღში.

მაგრამ დედასამშობლოში – რუმინეთში – დაბრუნებული მოლდოვას ხელახალი დაპყრობა საბჭოთა რუსეთმა 1940 წელს განახორციელა, ნაცისტებთან დადებული საიდუმლო ხელშეკრულების შემდეგ.

1991 წელს, საბჭოთა ტირანია რომ დასრულდა მოლდოვამ დედასამშობლოში – რუმინეთში – დაბრუნების სურვილი ხელახლა გამოთქვა, რის გამოც რუსეთმა ორი ნაღმი აამოქმედა: დნესტრისპირეთი და გაგაუზია. ახლაც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუმინეთის მოქალაქეა (ორმაგი მოქალაქეობა აქვს) და იდენტობით მოლდოველი რუმინელები არიან. მოლდოვას სახელმწიფო ენა რუმინულია. მხოლოდ რუმინული.

ახლა წარმოიდგინეთ, რუსეთს რომ საქართველო გაეყო და მისი პატარა ნაწილი წაეღო. რუსეთის ნგრევის შემდეგ საქართველოს ამ პატარა, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ ნაწილს, დედასამშობლოში ანუ დანარჩენ საქართველოში დაბრუნების ჰიპოთეტური ვერსია რომ განეხილა, ხომ ბუნებრივი იქნებოდა და არავის ეუცნაურებოდა ეს?! ცუდი შედარებაა, მაგრამ აი მაგალითად, ისტორიული ჰერეთი (რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩამოგვაჭრა) ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს და იქ ქართულ მოსახლეობას ეთქვა დანარჩენ საქართველოსთან მიერთება განვიხილოთო. ამასობაში, ამ ფონზე, ვიღაცა გამოვარდნილიყო მოლდოვაში და პროპაგანდა აეგორებინა საქართველოს ამ პატარა ნაწილის წინააღმდეგ რატომ განიხილავს დედასამშობლოში დაბრუნებასო. ხომ გაგეცინებოდათ?! მე გამეცინებოდა. ჰოდა ეგრე სასაცილოდ გამოიყურება ქართული ოცნების პროპაგანდისტების კრიტიკა მაია სანდუსთან დაკავშირებით, რომელმაც ჰიპოთეტურად ეგზისტენციალური საფრთხეებისა და არჩევნის შემთხვევაში, ეთნო-კულტურულ და ენობრივ სამშობლოსთან გაერთიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვა რუმინეთს მიუერთდება – პირადად მე მეეჭვება, რადგან ქვეყნის ნაწილს პრო-რუსული ორიენტაცია აქვს და გაგაუზიაში ისევ ნაღმია ჩადებული – მაგრამ მოლდოვას ნამდვილად ჰყავს თავისი სისხლი ხორცი მეზობელი რუმინეთის სახით, რომელიც დღეს კიშინიოვს ერთგულად უდგას გვერდით და ამ თემაზე პროპაგანდა, უბრალოდ სირცხვილია, სერიოზულ გაუნათლებლობასთან ერთად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved