საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდაბ მორიგ წერილს ავრცელებს;
პასუხი ქოცების ლოზუნგს – საქართველო პატარა ქვეყანაა, მას არავინ არაფერს ეკითხება
პრეზიდენტობის დროს მე მქონდა პირდაპირი სატელეფონო ნომრები ამერიკის პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, სახელმწიფო მდივნების. ევროპის ყველა ლიდერის, პირადი მეგობრები მაკავშირებდნენ მათთან და რეგიონალურ ლიდერებთან.
ამერიკის პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ თბილისში. ახლა თუ ვინმე ჩამოდის, ეს არის შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები და ჩამოდიან არა ჩვენი წარმატების პოპულარიზაციისთვის.
(გახსოვთ ბუშის “საქართველო – მსოფლიო დემოკრატიის შუქურა” ან ჰილარი კლინტონის მოწოდება სხვა ქვეყნებსაც გადაეღოთ იუსტიციის სახლის მოდელი? ან ტრამპის – ამერიკამ უსწავლოს საქართველოს საგადასახადო სისტემიდან)
ჩემი თხოვნით ამერიკამ შემოიყვანა მე-6 ფლოტი შავ ზღვაში და გადმოაფრინა სამხედრო თვითმფრინავები თბილისში.
ხვალ რომ სამკვდრო სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით არის თუ არა ვინმე , ვისაც ამათ შეიძლება მიმართონ მსოფლიოში?და ვისაც ეს ყველაფერი მშვიდობა ჰგონია გაემზადოს უარესისთვის!
ჩვენც ვემზადებით უარესისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს უკეთესის და ვიბრძვით უკეთესისთვის.














კომენტარები