ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ“, – განუცხადა BBC-ის სპიკერმა “რადიო თავისუფლებას“.
მათივე თქმით, BBC-ი დაიცავს ჟურნალისტებს და მათ ნამუშევარს.
„ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში“
„ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს BBC-სთან უჩივლა 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო.
მასალის თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.














კომენტარები