ხამენეის რეჟიმი ისევ იმუქრება. პროტესტის მე-18 დღეს, რეჟიმი აანონსებს, რომ დააკავებენ ყველას, ვინც პროტესტში მონაწილეობდა.
ის ინდივიდები, რომლებიც ქუჩებში თავებს ჭრიდნენ ან წვავდნენ ადამიანებს, უმოკლეს ვადაში წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და დაისჯებიან. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუ რამის გაკეთება გვინდა. რადგან თუ ორი ან სამი თვე მაინც დაველოდებით, შესაძლოა, ამას არანაირი ეფექტი აღარ ჰქონდეს. ფინანსური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც, არის ის რაც დაგვეხმარება ხალხმა თავი უკეთესად იგრძნოს”, – განაცხადა მოსამართლემ.
მინდა დავარწმუნო ხალხი, რომ ჩვენ დავაპატიმრებთ ყველა ტერორისტს, ყველაზე უკანასკნელამდე პოლიცია ჭკვიანია, ყველა, ვისაც აქ, ბროშურაში ხედავთ, არის პროტესტის ლიდერი, რომლებიც ჩვენ უკვე დავაკავეთ” – აცხადებს თეირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი.
მუქარის მიუხედავად კი ირანში პროტესტი არ წყდება.














კომენტარები