დიპლომატი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი:
მოლების ბრუტალურმა რეჟიმმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. აქაც დღეების თვლა მიდის, ვიდრე აშშ განახორციელებს დარტყმას/დარტყმებს. სამწუხაროდ, ვიდრე რეჟიმი არ დაემხობა, ვერ გავიგებთ ზუსტად, რა მასშტაბის მსხვერპლი გაიღო ირანელმა ხალხმა თავისუფლებისთვის, მაგრამ უკვე ცხადია, რომ რეჟიმის მიერ მოკლულთა რიცხვი ათასებს ცდება!
ახლა უკვე შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: როდის და როგორ დაემხობა რეჟიმი? ჰიპოთეტურად: სულიერი ლიდერის განეიტრალება იქნება კი საკმარისი ძალადობრივ-ტერორისტული აპარატის ჩამოსაშლელად? სულიერი ლიდერის+რევოლუციიის გუშაგთა კორპუსის მმართველი რგოლის ლიკვიდაციით რეჟიმი მაღალი ალბათობით ჩამოიშლება, მაგრამ შესაძლებელი იქნება თუ არა შიდა ქაოსის და უმძიმესი დაპირისპირების თავიდან აცილება? არ ვიცი, არიან თუ არა შიგნით სამხედრო წრეებში იმ გავლენის ადამიანები, როგორც ვენესუელაში ახლა დროებით!!!! სიტუაციის კონტროლირებადობას უზრუნველყოფენ!
შაჰი პოპულარობას იკრებს, ალბათ მუშაობს უკანა არხებით გავლენიან წრეებთან ძალოვანებში. რეჟიმის დამხობის შემდეგ ის იკვეთება ერთადერთ ლიდერად, ვინც ჩაუდგება ქვეყანას სათავეში, მაგრამ საერთოდ არ გამიკვირდება და არ გამოვრიცხავ, რომ მასშტაბური პოლიტიკური რეფორმა გამოაცხადოს, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის და პარლამენტის უფლებების გაზრდის მიმართულებით!
დონალდ ტრამპს, მინეაპოლისში მომხდარი ძალიან მძიმე ინციდენტის გათვალისწინებით, მოუწევს პროცესების დაჩქარება ირანში ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით.
კუბაში რეჟიმის დამხობის პროცესიც დაწყებულია, ოღონდ იქ დრო ითმენს, ირანში – ვერ!
უკრაინას და უკრაინელებს გაუმარჯოს! “დსო” -ს (დიდი სამამულო ომის) ხანგრძლივობას გადაუსწრო “სსო”-მ (სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ). ლვოვს რომ “ორეშნიკი” ესროლეს და რუსულმა საიტებმა დაწერეს, ლვოვის მეტროპოლიტენი მწყობრიდან გამოვიდაო, უკრაინელებმა, აიგდეს ცხადია, “სკვორეშნიკის” მოხვედრის შემდეგ ლვოვის არარარსებულმა მეტრომ მუშაობა განაახლაო!
თან ამ მართლაც რომ “სკვორეშნიკში” გაგარინის კოსმოსური ხომალდის დროინდელი ელემენტები აღმოუჩენიათასე რომ:
დიდება ირანელი ხალხის ბრძოლას!
დიდება უკრაინას!
დამხობა პუტინის რეჟიმს!
ჩვენ კი: ბოლომდე!














კომენტარები