• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გაქვთ უფლება გყავდეთ ადვოკატი!” – სკოლა პედაგოგს

ალია ავტორი - ალია
15:43 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222

ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სკოლისგან მიღებული წერილის შინაარს ავრცელებს, სადაც მისი თქმით, წერია, რომ იგორ კეკელიას “არ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი”.

❗️❗️„თქვენ არ გაქვთ უფლება გყავდეთ ადვოკატი!“ – ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ ქ. ფოთის №15 საჯარო სკოლიდან.

სკოლის მხრიდან გამოგზავნილი პასუხები კიდევ ერთხელ ადასტურებს პედაგოგის (იგორ კეკელია) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტს.

📌 სკოლა გვწერს, რომ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმას.

📌 კომისია განმარტავს, რომ პედაგოგს (იგორ კეკელიას) არ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი, ვინაიდან კომისიის ფორმატი და საჩივრის განხილვის წესები არ ითვალისწინებს განხილვაში ადვოკატის მონაწილეობას.

📌 ამავე წერილში გვატყობინებენ, რომ სხდომის აუდიო და ვიდეოჩაწერა არ არის გათვალისწინებული, თუმცა „გამონაკლისის წესით“ ჩაწერა განხორციელდება მხოლოდ ჩვენი მხარის — ხმისა და გამოსახულების — ფიქსირებით; მოწინააღმდეგე მხარისა და კომისიის წევრების ხმა და გამოსახულება, მათი განცხადებით, ვერ ჩაიწერება.

რა აქვს დასამალი სკოლას?

როდემდე უნდა დაემატოს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილება?

გარდა ამისა, დღემდე ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც საჩივარს განიხილავენ — ანუ კომისიის წევრთა ვინაობა.

– შესაძლოა ვინმე დაინტერესებულია საქმით?
– შესაძლოა ვინმე მომჩივნის ახლობელია?
– შესაძლოა რომელიმე წევრის მიმართ აცილების საფუძველი არსებობდეს?

არა, საბჭოს წევრთა ვინაობა საიდუმლოაო, ასეთი ჩანს პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved