• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სეზონურ აქციას განახლებული პირობებით სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
14:59 06-19-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერის „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებელს, ტრადიციული სეზონური შეთავაზების ფარგლებში, განახლებული პირობებით სარგებლობა შეეძლება. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქციაში ჩართვას ამჯერად უკვე პირველი და მეორე თაობის Prius-ის მფლობელ ფიზიკურ პირებსაც სთავაზობს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მძღოლები ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთისა და ფილტრის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებენ.   

„იმის გამო, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ არაერთი დაინტერესებული მომხმარებელი დაუკავშირდა, ჩვენს ტრადიციულ შეთავაზებას ახალი პირობები დავამატეთ და ამით პირველი და მეორე თაობის Prius-ის მფლობელთა ინტერესებიც გავითვალისწინეთ. პირველი და მეორე თაობის Prius-ის მძღოლებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა სპეციალურ ფასად – 100 ლარად იქნება შესაძლებელი. რასაკვირველია, ამ ფასში ავტონაწილების შეცვლის მომსახურებაც შედის. შექმნილ ვითარებაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებელია მომხმარებელი წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

როგორც თინათინ მაკარიძე განმარტავს, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური შეთავაზებით – „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეციალურ ფასად“ კვლავინდებურად ისარგებლებენ ტოიოტას სხვადასხვა მარკის ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები.

„Toyota VITZ-ის,  IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის სპეციალური ფასი შეთავაზებული პაკეტისთვის 100 ლარი იქნება. ამ ტიპის მომსახურებას Toyota Corolla-ს მფლობელებს 120 ლარად გავუწევთ, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი – 135 ლარად. ძრავის ზეთი და ფილტრები ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვისაა დამზადებული. ყველა ავტონაწილი და აქსესუარი უმაღლესი ხარისხისა და ორიგინალი წარმოებისაა. ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ჩვენს ცენტრში, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ნებისმიერ სერვისსა და ავტონაწილზე ფასები არ გაძვირებულა“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ცენტრში მისული მომხმარებელი უმოკლეს დროში განაახლებს ავტომობილს და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით მიიღებს.

აქციით სარგებლობის მსურველებს ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“  ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე – ხოლო შაბათს – 10:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved