• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ახლა არ შეიჭრებიან აიათოლას რეზიდენციაში, – მერე სათითაოდ ჩამოახრჩობენ” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
06:01 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,449

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ირანში სამოქალაქო აჯანყება ადრეც ყოფილა.

15 წლის წინ და 5 წლის წინ მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა გამოსვლებში, თუმცა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო იმიტომ, რომ აჯანყებულებმა დაარღვიეს ნებისმიერი რევოლუციის მთავარი წესი: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ხალხი გამოვა ქუჩაში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რამდენი მსხვერპლი იქნება თუ……..აჯანყებულები არ დაიკავებენ სახელმწიფო შენობებსა და ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ანუ თუ არ მიმართავენ „ნებელობით აქტებს“ ამ ორგანოებისა და ინსტიტუტების დასაკავებლად, ესე იგი თვით ხელისუფლების დასაპყრობად.

თუ (ახლა – ირანის შემთხვევაში) არ დაარტამენ ალყას და არ შეიჭრებიან იმ გონებაჩლუნგი აიათოლლას რეზიდენციაში, მის პარლამენტში, მისი მთავრობის სახლში და ა.შ.

აბა გავიხსენოთ რა და როგორ მოხდა ვენესუელაში იქ დიდი გამოსვლების ანუ „ვენესუელური რევოლუციის“ დროს?
არც არაფერი!

რატომ? იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანმა იარა ქუჩაში….. იარა….. ებრძოლა პოლიციას, ებრძოლა……. თუმცა მადუროს რეზიდენციაში ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში შეჭრა ვერც გაბედა და ვერც შეძლო.
იმ რეზიდენციას კუბელები და პრიგოჟინის დაჯგუფება (ЧВК Вагнер) იცავდნენ.
და რაკი ამ „ნებელობითი აქტის“ განხორციელება ვერ გაბედეს თუ ვერ შეძლეს (არც უცდიათ) რევოლუციაც ჩაიფუშა

რა მოხდა ბელორუსში?
იგივე!
იარა მილიონობით ბელორუსმა მინსკის ქუჩებში….. იარა…… ეომა პოლიციას, მაგრამ ლუკაშენკოს რეზიდენციაში შეჭრა ვერ გაბედეს და ვერც შეძლეს.
ლუკაშა „კალაშნიკოვით“ ხელში გამოჩნდა თავის სასახლესთან: „დედას გიტირებთო“.
ჰოდა ჩაიფუშა რევოლუცია

რატომ და როგორ გაიმარჯვა სერბეთის რევოლუციამ ჩვენს თვალწინ??
აჯანყებულებმა ბულდოზერით შეანგრიეს სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის ალაყაფი! ანუ განახორციელეს ნებელობითი აქტი (!) და მილოშევიჩიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, როდესაც სიტუაცია ამ „ბულდოზერის“ წყალობით „ჩამოიშალა“ და მის რეზიდენციასაც უახლოვდებოდნენ იგივე ნების მატარებელნი.

ლენინმა 1917 წელს განახორციელა „ნებელობითი აქტი“, როდესაც Зимний дворец აიღო 25 ოქტომბერს.

არავითარი „ვარდების რევოლუცია“ არ იქნებოდა საქართველოში, რამდენი ხალხიც არ უნდა გამოსულიყო „თავისუფლების მოედანზე“, თუ მიშა და მისი მომხრეები 22 ნოემბერს „ნებელობით აქტს“ არ განახორციელებდნენ, პარლამენტში არ შეიჭრებოდნენ და მიშა შევარდნაძის ჩაის არ დალევდა ტრიბუნიდან.

დიახაც ეს იყო „ნებელობითი აქტი“
რევოლუცია კი „ნებელობითი აქტია“

ოღონდ, რასაკვირველია, თუ საამისო ძალა შეგწევს ხოლო მოწინააღმდეგეს (ხელისუფლებას) ძალა არ შესწევს.

რისი წყალობით გაიმარჯვა უკრაინულმა რევოლუციამ? იმის, რომ აჯანყებულებმა იანუკოვიჩის სპეცდანს კონკრეტული, შეიარაღებული ბრძოლა მოუგეს მაიდანზე, ორხრივი სროლის შედეგად……მერე ის სპეცდანი პირდაპირი მნიშვნელობით დააჩოქეს ტელეკამერების თვალწინ და იანუკოვიჩის რეზიდენციაში შეიჭრენ.

თუ ახლა ირანელები კონკრეტულ „ნებელობით აქტს“ არ განახორციელებენ ან ვერ განახორციელებენ, აიათოლლას რეზიდენციას არ აიღებენ, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს არ შეუტევენ, ვერ დაიკავებენ, მთელი ეს უზარმაზარი მსხვერპლი სრულებით ფუჭი იქნება და ყველაფერი ჩაიფუშება!
როგორც 5 წლის წინ და 15 წლის წინ.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ირანელთა ამჟამინდელ პასსიონარულობას და მათ სითამამეს აძლიერებს ის გარემოება, აღქმა (!) რომ რეჟიმი სამარცხვინოდ დამარცხდა, „დაჩმორდა“ რამდენიმე თვის წინ ისრაელთან და ამერიკასთან ხანმოკლე ომში.
ამიტომ უფრო იოლად „ხელწამოსარტყმელად“ აღიქმება.

ამერიკის დარტყმებმა ირანის ობიექტებზე მეამბოხეთა თვალში ეს აღქმა შესაძლოა გააძლიეროს ანუ რეჟიმი საბოლოოდ „დაჩმორდეს“ და მაშინ კი გაბედონ „ნებელობითი აქტი“

თუ ვერ გაბედავენ, ყველაფერი დამთავრდება და მერე სათითაოდ ჩამოახრჩობენ.
Vae victis!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე – განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე – განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved