“ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ძალადობის შეწყვეტას ისურებდა, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში:
“ყველა პრობლემა და პრობლემატიკა უნდა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს, მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და რა თქმა უნდა, ძალმომრეობა არის სრულიად დაუშვებელი” – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებზე














კომენტარები