• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მართლა ამაზრზენია უკვე რა” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
21:18 01-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,014

ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი:

,,დავუშვათ , ვიღაცის ქმარი , თან თანამდებობის პირი -“ტიპი”არის ( მოღალატე ქმარი , დავუშვათ და “გულაობს ” ) აქცენტი -მახვილი, იქნებ ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხაზე გააკეთოთ (რა თანხით და საიდან მოსული თანხით “გრიალებს” ეს “ტიპი”, “გარყვნილ ევროპაში”,( როგორც თავად უწოდებენ თანამდებობის პირები) და ჩვენ რატომ გვტენიან რუსეთს ?! კი ბატონო ეს სავალდებულოც კია ამ შემთხვევაში ამის გარკვევა, რა თანხას ხარჯავს თანამდებობის პირი . ჰოდა, იქნებ აქცენტი ამაზე გააკეთოთ ,დემოკრატიის ,ჰუმანიზმის და ადამიანის -ქალთა უფლებების დამცველმა , ზოგიერთმა “ქალმა ჟურნალისტმა” და არა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე მდაბიო ღლიცინით და იმის გარკვევით “ვის ვისზე აქვს ხელი გადახვეული” და იქნებ ,რაღაც მომენტში გაგახსენდეთ ( მითუფრო თუ #ფიქრობთ, რომ მის გვერდით მყოფ მამაკაცს არ ახსოვს) რომ იმ ოჯახში ქალი ცხოვრობს და მთლად თვითმკვლელობამდე მიყვანა ისეთივე სიბინძურეა ( არანაკლები) როგორც თავად “ეს რაღაც ამბავი”, მართლა ამაზრზენია უკვე რა , ის ,რაც მეზიზღება და რაც დაამკვიდრეს “ქოცებმა” ანუ დაამკვიდრა მოსვლის დღიდან “ქართულმა ოცნებამ “ ( პირადი ცხოვრების კადრების გატირაჟებით ,ადამიანთა პირადი ცხოვრებით მანიპულირება, გატირაჟება) ზუსტად იგივე რატომ უნდა მომწონდეს “ქალი ჟურნალისტის” მიერ შეუჩერებელ-უწყვეტ რეჟიმში ამოფრქვეული.
რაღაც დაიცავით ადამიანებო, თუნდაც ყოვლად უვარგისი ოპონენტის მიმართ ! ეს რასაც ვწერ , ზოგიერთ “რაღაჩნაირად იუმორისტულად გათამამებულს” და სრულიად “ყველა ამბის” “იუმორისტულად” მცოდნეს ეხება , ვიღაცის “წუმპეს” რატომ ეტოლებით , რატომ გინდათ რომ მათ ტალახს მიუახლოვდეთ ,ან გადააჭარბოთ და სიბინძურეში რატომ ეჯიბრება ზოგიერთი არ მესმის, საოცარია. ვნახეთ ,წავიკითხეთ , ამაზრზენია , მაგრამ
წერტილი ხომ არსებობს?! და ხშირად “პროვინციალურად გათამამებულნი” ვერ გრძნობენ ამ წერტილს.
უნდა გაარკვიოს ზოგიერთმა ჟურნალისტია თუ “ყვითელი პრესის იუმორისტი” , რადგან “იგი სხვაა ……..და შუა უზის დიდი მზღვარი”
თანამდებობის პირის “გულაობა” ,გახარჯული თანხები და ა.შ კი უთუოდ განხილვის საგანი უნდა იყოს და არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში – განხილვა და საჯაროობა ჩვენი ვალდებულებაა კი ბატონო და ასეც უნდა იყოს ,უთუოდ ასე უნდა იყოს!!
ოღონდ ისე, რომ იქნებ ქალური -ადამიანური სოლიდარობაც არ დაგვავიწყდეს თუ “სხვას” არ ახსოვს ანუ წუმპეში ნუ გადახტებით თავით “ზოგიერთი” სხვის ოჯახზე “ღლიცინით” განხილვის დროს. ( იქნებ საკუთარ თავსაც გადაავლოს თვალი ზოგიერთმა ,იქნებ არ მოეწონოთ )
მთელი დღე რამდენჯერაც შემოვედი სოც ქსელში “ერთი და იგივე ღლიცინი” დაუსრულებლად ……. რა კომენტარებს” ვკითხულობ , “ზოგიერთისგან”, ეს რა არის?! კვლავ ორმაგი სტანდარტით ( ათმაგი სტანდარტით)

მოკლედ,
საზიზღრობაა ამდენი ტალახი, ძალიან ცოტანი ვართ ,პატარა ქვეყანაა ამისთვის, ამხელა ტალახის ზიდვა დიდი ტვირთია,
რა ჩამორეცხავს ამ წუმპეს ადამიანებო ?!
არც კი ვიცი!”

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved