• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აუკრძალა მინიაპოლისის მერმა ფედერალურ მთავრობას და რა ნაბიჯები გადადგა უკვე ხალხის უფლებების დასაცავად – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:23 01-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ძვირფასო ხელისუფლებავ და კიდევ უფრო ძვირფასო ოპოზიციავ, რომელიც საოცრად არაპროფესიონალურად უპირისპირდებით ხელისუფლების უსინდისო ნარატივს და პროპაგანადას ე.წ. მინიაპოლისის ქეისზე, სადაც ფედერალურმა მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ქალაქის მაცხოვრებელი, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

მოდით ვნახოთ, რა იცავს დემოკრატიულ ქვეყნაში საზოგადოებას, თუკი ცენტრალურ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება მოქალაქეზე ძალადობა. იქნებ ამ ძალიან თვალსაჩინო მაგალთზე რეალურად დავინახოთ რა განსხვავებაა დემოკრატიული და ჩვენს ქვეყნაში არსებულ მმართველობის მოდელებს შორის. ეს უკანასკნელი ზუსტად 20 წლის, 2004-2005 წლებში განხორციელებული მართვის სისტემის რეფორმის დროს ჩამოვაყალიბეთ და დღესაც ქვეყნაში ავტორიტარული მმართველობის სისტემის ფუნდამენტს წარმოადგენს. ვინც ამ მოდელს კბილებით იცავდა, დღეს იმასვე უწევს თავის მიერვე დანერგილი სისტემის „მომხიბვლელობის“ საკუთარ ტყავზე გამოცდა.

აშშ-ში, პირველ რიგში, ვინც შეიძლება დადგეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოქლაქის გვერდით მასზე ძალადობის შემთხვევაში, ესაა თვითმმართველობა. აშშ-ში ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, მისი გამართული ფუნქციონირება კი საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა პრეზიდენტი, ვის აქვს უმრავლესობა კონგრესსა თუ სენატში, როგორ უყურებენ ისინი ქალაქის არჩეულ მერს და ა.შ.

ამერიკის ხელისუფლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თვითმმართელობამ ფედერალური სამსახურების მიერ საკუთარი ძალაუფლების გადამეტების შემთხვევაში მაქსიმალურად შეეძლოს დაიცვას მოქალაქის ინტერესები. ვინაიდან მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტში ფედერალური სამსახურის აგენტის ბრალეულობის საკითხი განიხილება, გამოძიება FBI-ს ხელმძღვანელობით ჩატარდება, ხოლო საქმეს განხილვა მოხდება ფედერალურ სასამართლოში. მიუხედავად ამისა:

ამერიკის ქალაქ მინეაპოლისის მერს შეუძლია ქალაქის სახელით შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი ფედერალური უწყებების წინააღმდეგ:
• უფლებამოსილების გადამეტების;
• კონსტიტუციური უფლებების დარღვევის;
• მუნიციპალური თვითმმართველობის ხელყოფის გამო (ქალაქის წესდების დარღვევა)

აშშ-ში მუნიციპალიტეტის მხრიდან ფედერალური სამსახურების მიმართ ასეთი სარჩელების შეტანა არცთუ იშვიათად ხდება ფედერალური სამსახურების მიმართ :

• არაკონსტიტუციურ რეიდების
• ქალაქის პოლიტიკის დარღვევის
• მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდების შემთხვევაში.

მერს ასევე შეუძლია მოითხოვოს – DOJ-ის სპეციალური გამოძიება. ეს არის ფედერალური მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ან ნახევრად დამოუკიდებელი სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა:

• საქმის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
• არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი;
• ჩვეულებრივი პროკურატურის ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას;
• საქმე ეხება სახელმწიფო ძალადობას, სამოქალაქო უფლებებს ან ფედერალურ აგენტებს.

სპეციალური გამოძიების ფრომები:
• Special Counsel (სპეციალური პროკურორი) დამოუკიდებელი ფედერალური პროკურორი, რომლსაც აქვს უფლება: აწარმოოს გამოძიება, წარადგინოს ბრალი, საქმე მიიყვანოს ფედერალურ სასამართლოში

• Civil Rights Division Investigation – ყველაზე გავრცელებული პოლიციის ძალადობის საქმეებში. შედეგი შეიძლება იყოს ფედერალური ბრალდება, ან Consent Decree (სავალდებულო რეფორმების შეთანხმება)

• Pattern-or-Practice Investigation – ეს არის Civil Rights Division-ის სპეციფიკური ფორმა, რომელიც იძიებს, არის თუ არა სისტემური, განმეორებადი დარღვევები, ანუ, არა ერთი კონკრეტული შემთხვევა, არამედ პრაქტიკა, შედეგი: პოლიციის რეფორმის იძულება.

მერს ასევე შეუძლია
– მტკიცებულებების გასაჯაროება (ვიდეო, ანგარიშები)
– საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
– ფედერალური ვერსიის დისკრედიტაცია საჯარო სივრცეში

ეს ნაბიჯები იურიდიული ძალის მქონე არ არის, მაგრამ ფედერალურ მთავრობაზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებია, თუკი ამ უკანასკნელს ექნება სურვილი ხელი დააფაროს ფედრალურ მოსამსახურეს.

სამართლებრივად მერს შეუძლია გამოსცეს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აღსრულებისათვის სავალდებულო აქტები:

• ქალაქის დადგენილებები მუნიციპალური სამსახურების ფედერალურ ორგანოებთან თანამშრომლობის შეზღუდვაზე
• მუნიციპალური სივრცეების გამოყენების აკრძალვები ფედერალური ოპერაციებისთვის.

მინეაპოლისის მერს აგრეთვე შეუძ₾ია მიმართოს შტატის გენერალურ პროკურორს. საქმის ფედერალურ სასამართლოში განხილვის მიუხედავად ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებს, შტატის გენერალური პროკურორის (State Attorney General ან County Attorney) სახით შეუძლია:

• აწარმოოს დამოუკიდებელი გამოძიება შტატის დონეზე:
• შეაფასოს, დაირღვა თუ არა შტატის სისხლის სამართლის კანონი
• წარადგინოს ბრალი შტატის სასამართლოში (მაგ. მინესოტას შტატის სასამართლოში)

ამრიგად ძლიერი, მრავალდონიანი თვითმმართველობა არის ერთ ერთი მთავარი საფუძველი ამერიკული დემოკრატიის, რომლიც არც ერთ პრეზიდენტს, არც ერთ ფედერალურ უწყებას არ აძლევს საშუალებას მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია.

უკვე რა ნაბიჯები გადადგა მინეაპოლისის მერმა:

მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ ქალის მკვლელობის გამო მკვეთრად გააკრიტიკა აშშ-ს საემიგრაციო სამსახური (ICE) და ფედერალურ ხელისუფლება. მან მკაცრად უარყო ფედერალური მთავრობის (მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ) ვერსია თითქოს ICE-ის წარმომადგენელი მოქმედებდა თავდაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე . ამაზე ჟეიკობ ფრეიმ თქვა:
„Having seen the video myself … that is bullshit“ – ანუ, „ვიდეოს თავად ვუყურე, ეს სრული ტყუილი/ სიბინძურეა“(საუბარია მკვლელობის დროს, ოფიცრის მხრიდან თავდაცაზე).

მერმა მოითხოვა ფედერალური გამოძიების გამჭვირვალობა და პირდაპირ მოთხოვა, ფედერალურ ორგანომ, აშშ-ს საემიგრაციო სამსახურმა დატოვოს მინეაპოლისის ტერიტორია:
„Get the f* out of Minneapolis“ (“, *** გამოდით მინეაპოლისიდან”).**

მან თქვა, რომ „ისინი ლახავენ ქალაქის სახელს და თავიანთი ქმედებებით ქაოსს ქმნიან.“

მერმა აღიარა მოსახლეობის პროტესტის ლეგიტიმურობა. მისი განცხადებებით:
– „ამ ფაქტის თობაზე ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები არის მოქალაქეთა ბუნებრივი რეაქცია ICE-ის თანამშრომლის მიერ ქალის მკვლელობაზე და ფედერალური უწყებების ქმედებებზე.“
– „ეს არ არის ხალხის პრობლემა — ეს არის ფედერალური აგენტების პრობლემა, რომლებიც აქ ქაოსს ქმნიან.“

მინეაპოსის მერმა არ გაამართლა მიტინგების ძალადობრივი დარბევა, თუმცა თქვა, რომ ქალაქი ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თუ აქცია გადადის ძალადობაში.

უკვე რა სამართლებრივი ნაბიჯები გადადგა მინეაპოლისის მერმა:

1. ფრეიმ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება (Executive Order 2025-02), რომელმაც – აკრძალა ქალაქის საკუთრებაში არსებულ ტერიტორია (მაგ. პარკინგები, სადგომები, საგზაო ტერიტორიული სადგურები) გამოიყენონ საიმიგრაციო სამსახურის საქმიანობის დასაგეგმად ან ოპერაციების განსახორციელებლად — ეს ამ ეტაპზე ეხება სხვა ფედერალური ორგანოებსაც. ეს ნიშნავს:
• ქალაქის ქონება არ გაიხსნება ფედერალური საიმიგრაციო ოპერაციებისთვის;

• მოსახლეობას მიეწოდება “Know Your Rights” მასალები მათი უფლებების შესახებ;

• კერძო მესაკუთრეებსაც ეძლევათ სანიშნეები თავიანთ ტერიტორიაზეც განსათავსებლად, რათა მონიშნონ ის კერძო ტერიტორიები, სადაც დაწესებულია ოფიციალური შეზღუდვები ფედერალური სამსახურების წარმომადგენლების შესასვლელად.

• მერმა და მისმა ადმინისტრაცია უკვე განაცხადეს, რომ მინეაპოლისის პოლიცია არ მიიღებს მონაწილეობას რეგიონალურ საიმიგრაციო ოპერაციებში და არ დაუჭერს მხარს (არ დაეხმარება) ფედერალურ აგენტებს სამართლებრივ – საგამოძიებო საქმიანობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არის სპეციფიკური საფრთხე ქალაქის მოსახლეობისათვის ან კანონით დადგენილი მოთხოვნები.

• მერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერების საფუძველზე აქვს ოფიციალური კითხვები გამოძიების მიმართ;

• მერმა დაადასტურა, რომ „ქალაქი გამოძიების პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს“. რადგანაც ის დაინტერესებულია, აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიებით რეალობის დასადგენად.

• ამ კონტექსტში ქალაქის და შტატის პროკურატურას (County Attorney), შტატის დონეზე გამოძიების ორგანოებსაც მოუწოდეს მოითხოვონ საგამოძიებო დოკუმენტების მიწოდება FBI-ისაგან, რათა გამოძიება ადგილობრივ დონეზეც შესაძლებელი იყოს.

2. მინეაპოლისის მერმა და მინესოტას შტატის გუბერნმატორმა ერთობლივად განაცხადეს მომხდარ ინციდენტზე ფედერალური ორგანოებზე სისტემური, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე. ამ მიზნით მოითხოვეს :

• გამოძიებაში შტატის BCA-ის ჩართვას (Minnesota Bureau of Criminal Apprehension) — რასაც FBI-მ თავიდან უარი უთხრა;
• საზოგადოებისთვის გამოძიების მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვა, რაზეც შტატი და თვითმმართველობა ერთად იზრუნებენ;

ყველა ეს მოქმედება ქმნის საზოგადოებრივ და იურიდიულ წნეხს ფედერალურ ხელისუფლებაზე, რომლის იგნორირება, როგორც წესი, ცენტრალურ ხელისუფლებას არ შეუძლია. ამის მიზეზი მარტივია, სისტემაში, სადაც ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის უკუკავშირი არსებობს, ადგილობრივი მოსახლეობის, მის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ადგილობრივის ორგანოების სამართლიანი მოთხოვნის იგნორირებისთვის ცენტრალურ მთავრობას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

როდესაც ჩვენი ხელისუფლება კითხულობს, რა განსხვავებაა იმაში, რაც ხდება ამერიკაში მინიაპოლისის ინციდენტთან მიმართებაში და ის რაც ხდება საქართველოში სამართალდმაცავთა მიერ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევაში, ამაზე უმთავრესი პასუხი არის ის, რომ განსხვავება, პირველ რიგში, არის სიტემური. ჩვენისთანა ავტორიტარულ სისტემაში, მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ცენტრალურ ხელისუფლებაში. ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, მთლიანად არის დამოკიდებული მმართველი პარტიის და მისი პირველი პირის კეთილგანწყობაზე. ასეთ სისტემა აშორებს ადგილობრივი ხელისუფლებას მოსახლეობის ინერესების დაცვისგან, სამაგიეროდ უზრუნველყოფს ამ ორგანოების მორჩილებას ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ამ სისტემაში მოქალაქეს არ რჩება არანაირი შანსი მიაღწიოს სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლების ორგანოებში, მას რჩება ერთადერთი გზა, ქუჩაში გამოსვლა, პროტესტი და საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლა. დემოკრატიულ ქვეყნებში კი, რომელთა მმართველობის სისტემა სუბსიდიარობის და დეცენტრალიზაციის პრინციპებზეა აგებული, მოქალაქეს აქვს საშუალება მისი უფლებების შელახვის შემთხვევაში დამხმარება მიიღოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ესაა განსხვავება ბატონო ხელისუფლებავ და ძვირფასო ოპოზიციავ და არა ის რასაც თქვენ საუბრობთ! თუმცა, პრობლემაც ისაა, რომ ოპოზიციის უმრავლესობის მოსაზრებები ამ საკითხში ბევრით არაფრით განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხედულებებისგან!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved