“დაგვეხმარეთ” – მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ახალ კამპანიას იწყებენ. ხალხი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, დაიწყონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და დაადგინონ რა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით დაარბიეს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ერთი წლის წინ.
ვიდეორგოლი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოამზადეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ადამიანები საკუთარ ისტორიებს იხსენებენ და ყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება დარბევების შემდეგ.
ისინი საუბრობენ სხვადასხვა სიმპტომებზე, მათ შორის, გონების დაკარგვაზე და თავის ისეთ ტკივილზე, რომელსაც წამალი ვერ აყუჩებს, სისუსტეზე, მხედველობის შესუსტებაზე, ფილტვის და გულის პრობლემებზე, ხანგრძლივ სისხლდენაზე ცხვირიდან.














კომენტარები