• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის მუქარა ირანს და ირანის პასუხი

ალია ავტორი - ალია
18:02 01-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და მკვლელობებით დაუპირისპირდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

ქვეყანაში მეხუთე დღეა გრძელდება მასობრივი პროტესტები – ეროვნული ვალუტის, რიალის, მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე. მედიის მიხედვით, შეტაკებებისას უკვე ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.

“ჩვენი შეიარაღება მზადყოფნაშია” – დაწერა პლატფორმა X-ზე დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, თუ ძალოვანი სტრუქტურები კვლავ გააგრძელებენ ხალხზე სროლას, აშშ მზადაა „დაეხმაროს ირანის მოსახლეობას“.

მანამდე, დეკემბრის ბოლოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ისრაელის შესაძლო იერიშებს ირანზე, იმ შემთხვევაში თუ თეირანი არ შეწყვეტს რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის განვითარებას.

ამასთან, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანსა და ვენესუელაში მოქმედ რამდენიმე კომპანიასა და ფიზიკურ პირს – უპილოტო აპარატების მიწოდების გამო.

საპასუხოდ, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ პლატფორმა X-ზე, დაწერა:
“ისრაელის ოფიციალური პირებისა და დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე ნათელი გახდა, რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ჩვენ განვასხვავებთ პროტესტში მყოფი მოვაჭრეების პოზიციასა და დივერსიული ელემენტების ქმედებებს ერთმანეთისგან და ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შიდა საკითხში აშშ-ის ჩარევა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას და ამერიკული ინტერესების განადგურებას გამოიწვევს. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს ავანტიურა ტრამპმა დაიწყო და მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოებას“ 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved