• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ანდრო ჭიჭინაძის ისტორია – ოცნების მთელ შემადგენლობას უპატიებელ სასჯელად დარჩება!” – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
23:41 12-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,433

უფლებადამცველი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

,,2025 წლის ბოლოა და სად უნდა შემეჯამებინე ეს წელი თუ არა ციხეში …
გადავწყვიტე გაგიზიაროთ ამჯერად ვრცლად ის ემოცია და განცდა , რაც დღეს გამოვიტანე გლდანის ციხიდან .

აქამდე ამას არ ვაკეთებდი , ან ძალიან მოკლედ ვწერდი.

ახლა კი მეც ამ წლის ემოციებს და ისტორიებს ამ დღით შევკრავ ….

დილა დაიწყო 7 საათზე და ჯერ კიდევ ბნელოდა როცა გარეთ გამოსულს თოვლი დამხვდა … გადაწყვეტილი მქონდა ახალი წლის დადგომამდე სინდისის პატიმრები მენახა და მათთვის მიმელოცა პირადად.

მოყინულ დაღმართზე ფრთხილად ჩავედი და ვფიქრობდი როგორი გამოცდაა საკუთარი თავის ყოველ ჯერზე , როდესაც გინდა გაჩერდე და ვერ აძლევ ამის უფლებას თავს სხვისი განცდის გამო … ეს სხვა ამჯერად – უსამართლოდ დატყვევებული ადამიანები არიან …

იმდენად ვჩქარობდი , რომ ორჯერ ავიარე გლდანის ციხესთან ჩასასვლელი გზა ….
უამრავი მანქანა დამხვდა და პატიმრებთან საახალწლო ნობათის შესაგზავნად დაქანცული ოჯახის წევრები….
ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი მელოდა და ერთად შევედით …
ჯვარს არ ვიხსნი როგორც წესი და უკვე აღარც მეკამათებიან , პირდაპირ ოქმში წერენ ( ამ წლის მიღწევა )

ავდივარ შეხვედრების ოთახში და დერეფანში ბადრაგის თანამშრომელი( ძალიან კეთილგანწყობილები არიან ) ღიმილით მეუბნება რომ ანდრო ჭიჭინაძე უკვე ამოიყვანეს და მელოდება …

შევდივარ პატარა ოთახში და მხვდება ზუსტად ისეთივე ღიმილით , როგორიც იყო დაკავების დღეებში ანუ 1 წლის წინ …

არ შეცვლია არც ღიმილი, არც კეთილი მზერა , არც განწყობა და არც საოცარი შინაგანი ტაქტი , სიმშვიდე , რომლითაც ხვდებოდა ყველა რთულ ეპიზოდს ….

საოცრად გამოხატავს სიხარულს შეხვედრის დროს და ვიწყებთ ისეთ ღრმა და საინტერესო საუბარს ყველა საკითხზე ისე , თითქოს ციხის ოთახში კი არა , ყველაზე თავისუფალ ღია სივრცეში ვისხდეთ …
მისთვის ჩვეული მორიდებით მეკითხება – გარეთ როგორი განწყობაა?

და ვპასუხობ როგორიცაა ….

ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ ყველა მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ თემას … ვხედავ რომ არა აქვს არც სიბრაზე, არც წყენა , განსაცდელს იღებს მშვიდად და გადის ღირსეულად ….

29 წელი ხდება რაც პატიმრებთან , ციხეში მაქვს პროფესიული სამუშაო გარემო და როგორი ადამიანი არ მინახავს , რა არ მინახავს და ამ უსაზღვრი პალიტრაში ანდრო გასაოცარია ამ პიროვნული ღირსებებით .
ვერ წარმოიდგენთ მართლაც როგორ ანათებს ციხის მსუსხავ და გაყინულ კედლებში და როგორი შინაგანი კულტურით ალღობს ამ კედლების სიცივეს …

არასოდეს ამბობს რომ ეს რთულია და უჭირს … თითქოს სამუშაო გარემო იცვალა
მიყვება რას აპირებს როცა გამოვა და როგორ გააგრძელებს დაწყებულ მთის პროექტს … და არა მხოლოდ …

დიდი ხანი ვისაუბრეთ და ბოლოს დამშვიდობების დროს , იცის რომ დედა უნდა ვნახო და მატანს ქალ ლიკასთან მისთვის გასაზიარებელ მონატრებას ….

ანდრო ჭიჭინაძის ისტორია – ოცნების მთელ შემადგენლობას უპატიებელ სასჯელად დარჩება !

ანდრო კი უფრო ძლიერი და გამარჯვებული გამოვა !!!

შემდეგი შეხვედრის შესახებ – მომდევნო წერილში გიამბობთ

# თავისუფლება სინდისის პატიმრებს

თეგები: ანდრო ჭიჭინაძეეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved