• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

ალია ავტორი - ალია
13:49 12-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.

მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია მომხმარებლის უკუკავშირს.

სოციალურ საწარმოებს მათი საქმიანობის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე ხშირად არც საკუთარი მაღაზია აქვთ და არც ადგილი, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის, სადაც პროდუქტის თბილისამდე ჩატანა და რეალიზაცია დამატებით ბარიერებს ქმნის. „ესკიმ“ ეს პრობლემა გადაჭრა. ამ სივრცეში მოსული მომხმარებელი მხოლოდ ნივთს არ ყიდულობს. ის ერთვება პროცესში, სადაც გააზრებულ არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შენაძენით შენ შეგიძლია წაახალისო მწვანე ინიციატივები,

გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან “ესკი” თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.

„გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლაო“- გვიყვება „ესკის“ ხელმძღვანელი სალომე კუსიანი.

სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტის შექმნის პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესისთვის. მაგალითად, როდესაც საწარმო შშმ პირებს ასაქმებს, წარმოების პროცესს სხვა დრო, სხვა მიდგომა და მეტი რესურსი სჭირდება. შეიძლება თანამშრომელს მეხსიერების პრობლემა ჰქონდეს და ერთი და იმავე დავალების ახსნა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ბიზნესის ლოგიკით ეს ნელი პროცესია, მაგრამ სოციალური მეწარმეობის მიზანი სხვაა: ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საზოგადოების ღირსეული წევრია და თავადაც შეუძლია რაღაც შექმნას.

“ამას ემატება ხელით დამზადებული პროდუქტის სპეციფიკაც: დრო, შრომა და ხარისხი ავტომატურად აისახება ფასზე. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება კერამიკასთან ან თავად შეუქმნია ნივთი საკუთარი ხელით, მარტივად ხვდება, რატომ ვერ იქნება ასეთი პროდუქტი მასწარმოებაზე იაფი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გააზრებული შენაძენის მნიშვნელობაზე”- გვიხსნის სალომე და აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს იზიდავთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ამბავიც, რაც მის უკან დგას.

მიუხედავად ამისა, ბალანსის დაცვა შესაძლებელია სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდებისა და კომპანიების წყალობით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან არჩევანი გააკეთონ არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების მიხედვით. სწორედ ამ არჩევანზე დგას სოციალური საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.

თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობაც ამ გზის გაგრძელებაა.

„განაცხადის შევსებისას ვფიქრობდი, რომ თუ ფინალისტები გავხდებოდით, ეს ნიშნავდა რომ სწორ გზაზე ვდგავართ და წარმატების უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრო, როდესაც აპლიკაციის გაგზავნას დავაჭირე ხელი. ჩვენთვის ისიც აღიარებაა, რომ პირველი ადგილი სოციალურმა კაფე მზიურიმ დაიკავა. როდესაც შენს მცირე საქმიანობას, ასეთი დიდი დაჯილდოება აფასებს, ნამდვილად არის მოტივაცია, საქმიანობა გააგრძელო“-ამბობს სალომე.

„ესკის“ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა. მომხმარებლებს ხშირად უკვირთ, რომ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები თუ კერამიკული ნივთები ნამდვილად აქ, საქართველოშია შექმნილი. ეს გაოცება სიამაყედ იქცევა, როცა ადამიანები ბრუნდებიან, კოლექციებს აგროვებენ, უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან ქართულ სოციალურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ სივრცეს აქვს მიზიდულობის ძალა არა მხოლოდ როგორც მაღაზიას, არამედ როგორც იდეას. ამ პროცესში ჩართვა და ნივთების შეძენა კი ონლაინაც შეგიძლიათ https://eski.ge/

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved