• რეკლამა
  • კონტაქტი
04:56, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაპუაშვილი: ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს

ალია ავტორი - ალია
12:17 12-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

შალვა პაპუაშვილის თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცესი “რთული იქნება”, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, “ახლა მნიშვნელოვანია ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას.“

“რა თქმა უნდა, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს.

რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად, ვინაიდან ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, დადასტურდა რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთაა, ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, ვხედავდით, რომ აღმსრულებლები, ვინც დაკავებული იყო არ იძლეოდნენ ჩვენებებს და საბოლოო ჯამში, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა და შსს-ს განცხადებით, ვნახეთ ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ იყო შემსრულებელი და რა იყო მოტივი, ასე რომ მადლობა ეთქმის ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, ამ ძალიან მძიმე და რთული საქმის გამოძიებისთვის.

რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანია ყველა პირი, რომელიც ბრალდებულია ამ მკვლელობაში, დაკავებული იქნას. რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ ვიცით ჩვენ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, არის რუსეთის მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს ექსტრადიციის მომენტს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი, ” – თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ ფარცხალაძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცეს.

ფარცხალაძის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved