• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩერგოლეიშვილიო – ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის)“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:03 12-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,051

,,ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,ჩერგოლეიშვილიო – ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის).

მეგობრებო ახალაია კი არა 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო
ავანტიურის გამო.

ვინც ვამტკიცებდით რომ აფერაა მთელი ეს “დამხობა”, არანაირი საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი – ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით.

სააკაშვილ/ხაზარაძის ტელეკლოაკებზე დაბლოკილი იყო დისკუსიაც და ის სპიკერებიც, ვინც ოთხი ოქტომბრის ფარსს საფრთხედ და უდიდეს ზიანად ვთვლიდით! – კოლექტიური ბუკია და ტელეკოლხოზები “არასაჭირო სიმართლედ” თვლიდნენ.

ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის “მშვიდობიან დამხობაზე” კამპანიას ეწეოდა – საჯაროდ.

ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა – საჯაროდ.

(გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ “ხელნაწერები არ იწვის”)

გრძელვადიან პროტესტს ვინც “მხარს უჭერს” ქოციაო – ნანულები ჯღაოდნენ.

და ჩერგოა შუაში? ჩერგოს ბრალია, რომ არ დაუჯერეთ და ეს სამარცხვინო ცირკი არ შეწყვიტეთ?

სხვა დროს დამიჯერეთ ხოლმე.

ეგაა და ეგ.

რატომ ვანგრევ ოპო ტელეკლოაკებს როგორ ფიქრობთ?

ტელევიზორში მინდა? არა! მკიდია მაგათთან “დაგავარნიაკები”, გულს მირევს ეგ ოლიგარქიულ/პროვინციული პრაქტიკა! თავისუფალი მედია მინდა, სადაც ნებისმიერი კრიტიკა თავისუფალია, მოქალაქეებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას აძლევს და ოპოზიცია ჯოგად არაა ქცეული.

ჩემი სტატიიდან:

“მონოპოლიზებულ სივრცეში თავისუფლად შეიძლება, რომ ოპოზიციურმა ავტოკრატიამ და მისი ჯიბის მედიამ, სახალხო სიბრძნის ნაცვლად, სახალხო სიბრიყვე გააქტიუროს და პროცესი გადაჩეხვის პირას მიიყვანოს – ამის მაგალითია 4 ოქტომბრის ავანტიურა.

ამ შემთხვევაშიც, რომ არა მონოპოლიზებული ტელემედია, სააკაშვილის ხელმოცარულ ავანტიურისტთა დაჯგუფება ვერ შეძლებდა პროტესტის მონაწილეთა სასოწარკვეთით სარგებლობას და ვერ მოახვევდა საზოგადოებას თავს ამ უპასუხისმგებლო სიგიჟეს. ვერ გააჩუმებდნენ კრიტიკოსებს, ვერ დაგმანავდნენ საღ აზრს, არ ამოქმედდებოდა ჯოგის პრინციპი და შედეგად, ათობით ადამიანი გადაურჩებოდა ივანიშვილის ტყვეობას და უმძიმეს სასჯელს. არც წინააღმდეგობა გამოასხივებდა პროცესისთვის დამაზიანებელ უძალობას და დაუმსახურებელ მარცხს არ გაიფორმებდა მაშინ, როცა ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ არაღიარებული რეჟიმისთვის გამოცლილი აგურები უნდა გვეთვალა.

სამწუხაროდ, საღი აზრი მაშინ, როგორც იქამდე არაერთხელ, ოპოზიციურმა ავტოკრატიამ ღალატად შერაცხა, ან ჩაახშო. მაგრამ საბედნიეროდ, ისევ საერთო სიბრძნემ გადაგვარჩინა უფრო დიდ კატასტროფას, ანუ ხალხმა, რომელიც რუსთაველზე გავიდა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად, მაგრამ უპასუხისმგებლო დღის წესრიგს არ აჰყვა”.

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved