• რეკლამა
  • კონტაქტი
15:33, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ვერ გააკეთებდა ლილუაშვილი კონკრეტული მაღალჩინოსნების გარეშე, რატომ და რომელ.მორიგ “ბედოვლათს დააჯდება სიკვდილის ბუზი?” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
03:02 12-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,418

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ტყუილად არ დამიწერია „ახლა ლილუაშვილმა ვის უნდა დაადოს ხელი?“. ძალიან საინტერესო პროცესის მომსწრე ვართ. კორუფციის აღმოფხვრის მოტივით ამუშავებული დაჭერების მანქანა წესით, ვერანაირი ლოგიკით, ლილუაშვილზე ვერ უნდა შეჩერდეს. ვეცდები ავხსნა რატომ.

პირველად დააკავეს მაღალი თანამდეობის პირი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღებაში კერძო კომპანიების ინტერესების ლობირების მიზნით, ოღონდ ამ თანამდეობის პირს არანაირად არ შეეძლო, თუნდაც ფორმალურად, მიეღო გადაწყვტილებები, რომლებიც ამ ბიზნესმენის ინტერესში შედიოდა. სუს-ი არ გასცემს ლიცენზიას ექტროსადგურების მშენებლობაზე, ის ვერც გადაწყვეტილებებს იღებს გაზსადენის გაყვანა-რებილიტაციის, თუ საბავშვო ბაღების აშენება-შეკეთების და მომარაგების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გამოსავლენად. თუ ლილუაშვილმა ფული აიღო კონკრეტული ბიზნეს კომპანიებისათვის სახელმწიფო შეკვეთების გაფორმებაში დასახმარებლად, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა იყო საქართველოს მთავრობისა თუ თბილისის მერიის თანამდეობის პირების კომპეტენციაში. კერძოდ, ხელშეკრულებებს ელექტროსადგურის მშენებლობის უფლების მინიჭების შესახებ ან ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით აფორმებს საქართველოს მთავრობა, ან საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო. გაზსადენის მშენებლობა, რებილიტაციაზე ტენდერებში გამარჯვებულს ავლენს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის ეკონომიკის სამინისტრო, ხელშეკრულებას ხელს, დიდი ალბათობით, აწერს ან სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ან ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება თბილისის მერიის კომპეტენციაში არსებულ საბავშვო ბაღების მშენებლობა- რებილიტაციას და მომარაგებას (ბავშვთა კვება, ავეჯი და ა.შ.) ძალიან ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ათეულობით მილიონ თანხას განკარგვას, თან ერთპიროვნულად, ვინმე მიანდობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსს. ეს ხდება კონსოლიდირებული ტენდერებით და ასეთი მრავალათეულმილიონობით თანხების კონკრეტულ კომპანიებისათვის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად არიან ჩართული არა მხოლოდ მერიის მაღალჩინოსნები და მისი საფინანსო სამსახური, არამედ, ძალიან ხშირად, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ამას ვწერ, რათა ავხსნა, რომ ლილუაშვილი მარტო ვერანაირად ვერ შეძლებდა ქრთამის მიმცემი ბიზნესმენების ინტერესების დაცვას. მას შეეძლო ამ ბიზნესმენთა ინტერესების ლობირება, მაგრამ არა მათ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ნესბისმიერ ამ გადაწყვეტილებას ითანხმებდა, იღებდა და ხელს აწერდა საკმაოდ ბევრი, მათ შორის პოლიტიკური თანამდეობის პირი. რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ლილუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებებიდან გამომდინარე, ამ პროკურატურასაც კი გაუჭირდება ეჭვმიტანილთა თუ ბრალდებულთა წრის მხოლოდ სუსის უფროსით და სხვადასხვა უწყებებში მომუშავე წვრილფეხობით შემოფარგვლა. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება აგრეთვე სხვა მაღალი თანამდეობის პირებზე უნდა გავიდეს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

ჰოდა ვინაა შემდეგი? ამჯერად ვის გაწირავს თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნებისმიერი რეჟიმისათის ძალიან სასარგებლო და საშიში საპროცესო გარიგების მექანიზმი, როცა ადამიანს აკავებ და მერე საპროცესო გარიგებით ათავსუფლებ, ან სასჯელს უმსუბუქებ, თუკი ის გამოძიების ინტერესებში მყოფ პიროვნებას დაადებს ხელს ? ჩემთვის ახლა მთავარი საკითხი ის არის, რომელ მორიგ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კმაყოფილ და ბედნიერ, ბედოვლათს დააჯდება სიკვდილის ბუზი.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხახების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის წლებში, დედაქალაქის მერი იყო კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, ხოლო ოვნების გუნდის პრემიერი კი – ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved