• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში – რატომ განკვეთეს მონაზონი თეკლა?

ალია ავტორი - ალია
19:47 12-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
910

მონაზონი თეკლა კუბლაშვილი საეპარქიო სასამართლომ დამნაშავედ ცნო “არაერთ მძიმე დანაშაულში” და გადაწყვიტა, სრულიად განკვეთოს სამონაზვნო დასიდან. განჩინებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ავრცელებს, რის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის
საეპისკოპოსო სასამართლო
1.1 საეპისკოპოსო სასამართლოს შემადგენლობა
თარიღი : 24.12.2025.
თავმჯდომარე : მარნეულისა და ჰუჯაბის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გიორგი(ჯამდელიანი)
მონაწილოებდნენ : არქიმანდრიტი ზენონი (დადვანი) , დეკანოზი აკაკი ლიპარტელიანი,დეკანოზი ექვთიმე კურდღელია, დეკანოზი გიორგი ჩიქოვანი,დეკანოზი მათე რომანიშვილი, მღვდელი პეტრე პეტრიაშვილი,თორნიკე გოგლიძე.
1.2. საქმის გარემოებები და განხილვა
საქმე აღძრულია საეპისკოპოსო სასამართლოში მარნეულისა და ჰუჯაბის წევრ მონაზონ თეკლას (კუბლაშვილი) წინააღმდეგ.
2025 წლის ხუთ მაისს,მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) ,ურჩობისა და თვითნებობის გამო განტევებულ-იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან.ამავე წლის ორ ივნისს მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) უკავშირდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) და ამცნობს კონკრეტული მძიმე დანაშაულის შესახებ.დანაშაული მდგომარეობდა შემდეგში : მან მღვდელმთავრის და ეპარქიის წევრ სასულიერო პირთა წინაშე საჯაროდ აღიარა,რომ ერთი წლის მანძილზე გადაბირებული იყო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის მიერ და მათგან იღებდა სხვა და სხვა დავალებებს.გაჰქონდა საეპისკოპოსო რეზიდენციიდან პრივატული საუბრები და კონფიდენციალური ინფორმაციები.ასევე,მან აღიარა,რომ მას ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით.მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულებისა,მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) მამობრივი შემწყნარებლობით ისევ იქნა მიღებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში და სინანულისთვის დროებით გაგზავნილ-იქნა კონკრეტულ მონასტერში,საიდანაც ჩვენთვის უცნობი გარემოებებით აღმოჩნდა ერში,სადაც იგი მის მიერვე მხილებულ დამნაშავეთა ჯგუფს შეუერთდა,ვითარცა “ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა.”(პეტრ.ll-22).მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა და შეგონებისა,მან დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში მმართველი მღვდელმთავრის და ეპარქიის წინააღმდეგ.მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ,რათა ჩრდილი მიაყენოს მას და შფოთი შეიტანოს მრევლში.
1.3 განჩინება
საეპარქიო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა საქმის ფაქტობრივი მტკიცებულებები და განაჩინა :
ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში ( მოციქულთა მე-15;55-ე. IV მსოფ.18. VI.მსოფლ.34. ბასილი დიდის 64-ე. და სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან,დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს – ნატალია კუბლაშვილი.აეკრძალოს სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა,აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.
მოცემული განჩინება ძალაში შედის მის ხელმოწერიდანვე და ეგზავნება სამდივნოს არქივს.“

შეგახსენებთ, მონაზონი თეკლა ამხელდა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელინს და ამის შესახებ ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved