ემიგრაციაში მყოფი ნიკა ქავთარაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, ასე ეხმაურება:
,,უცებ აგიხსნით.
ეს ბოლო, ფასების თემაზე განცხადება, რატომ არაა არაფერი, გარდა ბლაბლაბლასი.
ოღონდ, მინდა დაფიქრდეთ, ცოტა სხვა კუთხით.
ეს განცხადება არის მიმართული, გაჭირვებულ ხალხზე. ვისაც თვეში 300-1000 ლარი აქვთ.
მაგრამ
ასეთი ადამიანებისთვის, არაფერი შეიცვლება, თუ ხორცი 30 ლარის ნაცვლად 25 ეღირება, თევზი 25 ლარის ნაცვლად 20.
ისინი მაინც ვერ იყიდიან ასეთ პროდუქტებს. ან მაქსიმუმ ერთჯერ იყიდიან თვეში, თუ აქამდე საერთოდ ვერ ყიდულობდნენ.
ასეთი “გაიაფება” შემოსავლიან/ფულიან ადამიანებს მისცემს ეკონომიას.
თუ ადრე თვეში 3000-4000 ლარს ხარჯავენ, ახლა დახარჯავენ 300- 500 ლარით ნაკლებს. ან იგივეს დახარჯავენ და ცოტა მეტ რამეს იყიდიან.
ვიდრე არ იქნება დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა, მანამდე არ იარსებებს კონკურენცია. მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდება ლეგიტიმური გამდიდრების შანსები. რაც ფულს და დოვლათს სამართლიანად (არა თანაბრად) გადაანაწილებს ყველაზე.
მანამდე კი, ყველაფერი, რასაც უსმენთ მთავრობისგან, არის ტყუილი და ყურადღების გადატანა სიღარიბიდან და ნამდვილი უბედურებიდან – მჭექარე ლოზუნგებზე!“














კომენტარები