• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არ არის რეფორმა, ეს არის დეფორმა” – სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ალია ავტორი - ალია
17:29 12-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
706

თბილისში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები წერეთლის მეტროსთან შეიკრიბნენ და გეგმავენ, მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ გადაინაცვლონ, სადაც “ოცნების” ხელისუფლების მიერ დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმას გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაგეგმილი ცვლილებები განათლებას პრივილეგიად აქცევს და არა საყოველთაო უფლებად. სტუდენტები ამბობენ, რომ ახალი რეფორმა ზღუდავს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და სისტემას ისე ცვლის, რომ სწავლა დამოკიდებული ხდება ფინანსურ და სხვა შესაძლებლობებზე და არა ცოდნაზე და აკადემიურ უნარებზე.

ბოლო დროს მიღებულ კანონში ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავთ რეალურად. ამ კანონის შედეგად სტუდენტები ვეღარ შეძლებენ, აირჩიონ კერძო უნივერსიტეტები, იმიტომ, რომ კერძო უნივერსიტეტებში სწავლა, მოგეხსენებათ, სიედაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და გრანტის გარეშე ეს კიდევ უფრო გართულდება. შესაბამისად, ახალგაზრდებს მოუწევთ, ჩააბარონ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თავი რომ დავანებოთ იმას, კონკურენცია როგორ გაიზრდება და რა შედეგებს მოიტანს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც თავისუფლების ხარისხი ისედაც ძალიან დაბალია და კარგად ვიცით ფაქტები, როცა სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან თუნდაც ლექტორების მხრიდან, მთავრობის ინტერესის გამტარი იქნება. ეს ძალიან დააზიანებს სოციუმს, – ამბობს სტუდენტი. 

კერძო უნივერსიტეტებში სტიპენდიის გაუქმება ასევე არის თავდასხმა იმ ახალგაზრდებზე, ვინც იმსახურებს რომ ისწავლონ, მაგრამ სახელმწიფო მათ აღარ უწყობთ ხელს, აღარ აძლევს იმ დაფინანსებას, რაც შეიძლება, მათთვის მართლაც საჭირო და აუცილებელი იყოს. პრობლემა შეექმნება გაცვლით პროგრამებს, მათ შორის. ასე რომ, სტუდენტების დღეს აქ დგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ჩვენი უმცროსი დების, ძმების და ყველა შემდეგი თაობის, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა, – ამბობს სტუდენტი. 

სტუდენტებთან ერთად “ოცნების” რეფორმას დღეს პროფესორ-მასავლებლებიც აპროტესტებენ. ისინი ყველა იმ პუნქტზე საუბრობენ, რომელიც, მათი აზრით საფრთხის შემცველია.

ეს არ არის რეფორმა, ამას ძალიან სწორი სახელი დაერქვა, ეს არის დეფორმა, იმიტომ, რომ აკეთებს ძალიან ბევრ ბოროტებას. ერთი, უნივერსიტეტს ართმევს ყველაზე მნიშნელოვანს, ეს არის თავისუფლება და თითმმართველობა, ანუ სტუდენტისთვის და ლექტორისთვის, პროფესორისთვის არსებობს უნივერსიტეტი და მათ უნდა მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ამას უკავშირდება. მეორე – ეს არის იზოლაცია დასავლური, წარმატებული უნივერსიტეტებისა და განათლების სისტემიდან მოწყვეტა, იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ გაიზარდნონ ისეთი წარმატებულები, რომ მერე საფრთხე შეექმნას ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, – ამბოს აქციის მონაწილე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved