• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიუძღვის მკვლელობაში, ყველა მივიდეს საკუთარი ფეხით პოლიციაში! – გიგა ავალიანის დედა

ალია ავტორი - ალია
12:17 12-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმე ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას წარმოადგენს და მომხდარის დაფარვის მცდელობები ყველა ეტაპზე იკვეთება.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვისაც თუნდაც ირიბად მიუძღვის წვლილი როგორც დანაშაულში, ისე მის მიჩქმალვაში და საზოგადოებრივ გულგრილობაში.

ამ ფონზე, ოჯახი 22 დეკემბერს, მთავარი პროკურატურის წინ აქციას გეგმავს და მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.ეს საქმე არის ჯგუფურად, კარგად ორგანიზებული, განზრახ ჩადენილი მკვლელობა. გიგა ავალიანის მკვლელობას არავის დავანაწევრებინებ. ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიუძღვის გიგა ავალიანის მკვლელობაში, ყველა მივიდეს საკუთარი ფეხით პოლიციაში. არ დავტოვებ არავის. მე გასწავლით წერა-კითხვას. გუშინ, რა? სტრიქონებს შორის ამოიკითხეთ? ხომ აღარაფერი გაშიფრულა ეს ბოლო ორი დღე? ახლა სტრიქონებს შორის ამოიკითხეთ, აქცია რომ დავაანონსე? მე გასწავლით წერა-კითხვას, მე გასწავლით, როგორ უნდა საქმის ხელის მოკიდება. ყველას აგაოხრებთ, ვისაც კი იოტისოდენა წვლილი მიგიძღვით გიგას მკვლელობაში, დაფარვაში, ჩაფარცხვაში, გულგრილობაში! არ დავტოვებ არავის! ყველა ეტაპზე დაიწყეს საქმის ჩაფარცხვა, ყველგან: ექიმებთან, თემქელ ბიჭებთან და თავს ვეღარ აბამენ ახლა. ხვალ, 22 დეკემბერს, ორშაბათს, მთავარი პროკურატურის წინ, ოთხ საათზე ვგეგმავთ აქციას. მე ვთხოვ მთელ საქართველოს, მოდით, დამიდექით გვერდით!, – ამბობს ეკა კუპატაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკაავეს.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved