• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოვუშვათ ეს ადამიანები წინასაახალწლოდ…მარტო იმ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ამ შეტევაში იღებდა მონაწილეობას“ – „უცნობი“

ალია ავტორი - ალია
15:41 12-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,281
გია გაჩეჩილაძე „უცნობმა“, თავის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა:
„სულ ხომ არის ეს ლაპარაკი, რომ აი, პოლიტპატიმრები, გამოუშვით პოლიტპატიმრები და პოლიტპატიმრები, სინდისის, სინდისის პატიმრები. მოკლედ, არის ასეთი ამბები და ამითი მინდოდა დამეწყო. ვიფიქრე გუშინ, რომ მაინც, რაღაცნაირად ახალი წელი მოდის, რაღაცნაირად ხალხს უხარია, ჩემთვის ხომ აწონ-დაწონილი მაქვს ეს ყველაფერი, რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა და ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული იმიტომ, რომ ძალადობა თვითონ, რომ გავუყვეთ თავიდან თვითონ ამ სიტუაციას, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ამ 1 წლის განმავლობაში, ძალადობა დაიწყო პოლიციელების მისამართით, სიმართლე ეს არის, ხომ?
ყველა ვუყურებდით ამას, როგორ დაიწყო ძალადობა პოლიციის მისამართით, როგორ დაიწყო ძალადობა პარლამენტის მისამართით, როგორ წვავდნენ, როგორ ესროდნენ პოლიციელებს ამ რაღაც საშინელ, რომელმაც ასზე მეტი პოლიციელი დააზიანა. ძალადობას ძალადობა მოჰყვა, რა გასაკვირია? ჭეშმარიტებაა ხომ, რომ ძალადობას ძალადობა მოჰყვება. რა თქმა უნდა, ის უნდა ჩაეწყნარებინათ, ის სიტუაცია, რაც იყო და უცებ ამათ რაღაცნაირად, ამ ტყუილი მედიების საშუალებით, თითქოს რომ ჯერათ ვიღაცას, რომ რაღაცა მედია არსებობს, მაგრამ ამ მედიების არავის არ სჯერა ხომ, ფაქტობრივად, ვინც ნორმალურად აზროვნებს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ იმ ბიჭების სიტუაცია, სხვა დანარჩენი, პოლიტიკოსებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი. იმ ბიჭებზე, ანდრო ჭიჭინაძე მაგალითად. ვფიქრობ სულ, რაღაცნაირად ეს ადამიანები შეიძლება ისე, შეიძლება ასე, შეიძლება ვიღაცა პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, უნებლიედ მოხვდნენ ამ სიტუაციაში, ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად. სულ ვფიქრობ, მართლა გული მტკივა იმაზე, რომ ადამიანებს, ამდენი ხანია ციხეში ზიან, იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით, მე ამას ვაჟკაცობას დავარქმევ, რომ თქვან, რაც შეგეშალა თქვი, რომ შეგეშალა…
შემეშლაც არ თქვა, თუ შენ პოლიტიკურად გაწყობს, რომ ბოდიში არ მოიხადო, ნუ მოიხდი, უბრალოდ რაღაცნაირად გვაგრძნობინე, რომ რაღაცა არასწორი საქციელი იყო პოლიციელებზე ძალადობა იქნებოდა ეს თუ ქალაქის გადაწვა. სინანული რაღაცნაირად გვაგრძნობინე, ხომ? ნუ ამასაც არ აკეთებენ…
ვიფიქრე რა გუშინ და ძალიან მინდა მივმართო, ეს ჩემი ნაფიქრია მხოლოდ და მხოლოდ, არ გეგონოთ, რომ ვიღაცისგან მოწოდებული აზრია, იმიტომ, რომ ახალი წელი მოდის მაინც და მგონია, რომ თუ ისინი ვერაფერს, არაფერს არ იძახიან და, დავუშვათ, თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ, მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად სიკეთით ვუპასუხოთ. მარტო იმ ბიჭებზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ამ შეტევაში იღებდა მონაწილეობას, იმ ახალგაზრდებზე.
რაღაცნაირად, ვთხოვ აბსოლუტურად ყველას, პირველ რიგში, პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ვთხოვ საპატრიარქოს, თუ რამდენად გაითვალისწინებენ ჩემს თხოვნას არ ვიცი, მაგრამ შემიძლია პასუხისმგებლობაც კი ავიღო ჩემ თავზე, რომ რაღაცნაირად გამოუშვით ეს ადამიანები. გამოვუშვათ ეს ადამიანები წინასაახალწლოდ, რომ დაფიქრდნენ, რაღაც სიკეთის ფასი რა არის, სიყვარულის ფასი რა არის. მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად იმისი, რომ თუ ამ ადამიანებმა ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს. და თუ ჩაიდინეს კიდევ მე აბსოლუტურად ყველანაირად მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიკისრო და გააკეთონ მაშინ ის, რომ მეც დამაყენონ დარტყმის ქვეშ და თავიანთი თავებიც დაიყენონ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მაგათ მეორედ უკვე აღარავინ აპატიებს.
იქნებ სიკეთე მაინც დაინახონ იმისი, რომ რაღაცნაირად, ჩვენ არ გვიხარია მათი ციხეში ჯდომა. არანაირად არ გვიხარია, უბრალოდ მინდა, რომ ეს რაღაც დამთვარდეს, თითქოს მათი სახელით ლაპარაკი, მათი სახელით ის, რომ აი, პოლიტიკური პატიმრები, დიქტატურა… დაჭერები… გამოუშვით რა. გამოუშვით ძალიან გთხოვთ რა.
საპატრიარქოს მივმართავ, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, თუკი რამე დამსახურება გამაჩნია ამ ქვეყნის წინაშე, ძალიან გთხოვთ, რომ ეს ამბავი მე შემისრულოთ პირადად და მე ვიქნები პასუხისმეგებელი იმისი, რომ ეს ადამიანები იგივეს აღარ ჩაიდენენ. თუ ჩაიდენენ აქა ვართ ჩვენც და აქა ხართ თქვენც და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არავის არ ასცდება. თქვენი გადასწყვეტია, უბრალოდ მე ვთქვი ის ამბავი, რომ რაღაცნაირად სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ ჩვენ ამ სიტუაციას, რაშიც ვართ.”
თეგები: უცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved