„პირველების” ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტს ქალს ბრა ტყვია მოხვდა. შემთხვევა გუშინ მაჩებლის ქუჩაზე მოხდა.
„პირველების” ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც სროლა მოხდა, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. როგორც მეპატრონე “ტვ პირველს” ეუბნება, თურქეთის მოქალაქე ქალბატონს, ასხლეტილი ტყვია კაბაზე მოხვდა და ის ადგილი დაუწვა.
„ასხლეტილი ტყვია მოხდა, კედელი გაიარა ტყვიამ და კაბაში უპოვეს მერე ეს ტყვია. ოდნავ დაწვა ეს ადგილი, არაფერი არ ყოფილა. შემთხვევით მოხვდა. მარტო არ ყოფილა. არცერთ არაფერი სჭირდა. საერთოდ სავადმყოფოშიც არ უნდა წასულიყო, მაგრამ მაინც შეეშინდა. თურქეთის მოქალაქეები არიან.“
საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.














კომენტარები