• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
12:39 12-18-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ბოლო ორი კვირაა, სოციალური ქსელების კონტენტი სრულად მოიცვა „რკენას“ ორთაბრძოლებმა. სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო. ერთ-ერთი მთავარი მონაწილე რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იყო, რომელმაც MMA-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა, ოქტაგონზე სხვა ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა და მთავარ კითხვაზე: გამარჯვებას რა უნდა?- ჩვიდმეტივე მათგანს განსხვავებული პასუხი ჰქონდა.

ქართველებს რომ ძალისმიერი სპორტისა და ორთაბრძოლების გულშემატკივრობა გვიყვარს, ახალი ამბავი არაა. ლოგიკურია, რომ საქართველოში დაფუძნებული ახალი MMA ორგანიზაციისადმი დიდი ინტერესი იყო. „რკენას“ მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. თუმცა, სანამ სრულად გაყიდულ ბილეთს და გულშემატკივრებით გადაჭედილ სპორტის სასახლეს ნახავდნენ, ორგანიზატორებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამუშაო გასწიეს.

რადგან კულუარული ამბები ყველას გვაინტერესებს, 10 დეკემბერს, დ ბლოკში, ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ოქტაგონზე არანაკლები ენერგია დახარჯეს, ვიდრე თავად მებრძოლებმა.

Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი, გივი ქემოკლიძე, ანანო დოდელია , მინდია წიკლაური, კონტენტ კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი და უკვე MMA-ს მებრძოლი მერაბ შარიქაძე ცნობისმოყვარე ( არც თუ მცირე) აუდიტორიას ,,რკენას’’ ბრენდის შექმნაზე ესაუბრნენ.

კრეატიული გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, შეექმნათ ბრენდი, რომელზეც გულშემატკივარს ემოციური ბმა ექნებოდა. თუ ერთხელ მაინც მოისმინეთ ქართული საჭიდაოს ნიკა ქოჩაროვის ვერსია, „ჭიდაობას რა უნდა“, შეუძლებელია არ აგკვიატებოდათ.

„გვინდოდა მაყურებელი მიგვეყვანა დარბაზში, სადაც არ ეცოდინებოდათ, რა ემოციას მიიღებდნენ. ვიზუალიც არ უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, რადგან ქართულ თემატიკას უბრალო, მაგრამ ემოციური სტილი უხდება. საოცარი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს მუხტი და მოტივაცია ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, ვისაც ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყველაზე ემოციური სფეროა “, – თქვა ანანო დოდელიამ.

გივი ქემოკლიძემ სპორტის თავისებურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი აქტორი აქ სპორტსმენია.

„ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და მას ინფორმირებული მაყურებელი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოიტყუები და ვერ იტყვი კონკრეტულ მებრძოლზე, რომ ის საუკეთესოა. კრეატორის მისიაა, მიაგნოს ათლეტის უნიკალურ მხარეს და წინ წამოსწიოს ის“, – აღნიშნა მან. Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელის თქმით, თავდაპირველად გათვლა 500 კაცზე იყო, თუმცა კამპანიის მსვლელობის დროს, გულშემატკივართა გამოხმაურებამ გეგმები სრულიად შეცვალა.

„თანამშრომლების კრიტიკა მიყვარს, თუმცა როდესაც პირველად ჩაეშვა რკენას კონტენტი, ნაკლი ნამდვილად ვერ ვუპოვე“, – უთხრა აუდიტორიას მინდიამ.

„როდესაც კინოს იღებ, იცი ფინალი, როგორ მთავრდება. განსხვავებულია სპორტის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დასასრულისთვის უნდა მოემზადო და წინასწარ პარალელურ რეალობას ქმნი. რამდენიმე წელია, UFC-ზე ვმუშაობთ და მხოლოდ მოგებისთვის ვემზადებით. ვამბობთ კიდეც: თუ წავაგებთ, კონტენტი თავისით მოვა. ფაქტია, ეს მიდგომა ამართლებს“,- გვითხრა მურთაზ ჩიქოვანმა.

მერაბ შარიქაძე MMA ბრძოლისთვის მზადებას დიდხანს მალავდა, ჯერ ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ ფართო აუდიტორიისთვის. წელიწადნახევრიანი სპორტული პაუზის შემდეგ, განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნება მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

„მსგავს ღონისძიებებზე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ამიტომ შემოთავაზებაზე დიდხანს ვფიქრობდი. შემდგომ გავაანალიზე, რომ რადგან სეტანტაა ორგანიზატორი, ორგანიზების დონეც მაღალი იქნებოდა და სასაცილოდ არ გამოვჩნდებოდი. გულწრფელად ვიტყვი, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი სითბო და სიყვარული მივიღე გულშემატკივრებისგან, სულ რომ წამეგო ბრძოლა ამ ემოციებად ღირდა. (თუმცა, წაგებას არც კი განვიხილავდი). ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტენტიც, რომელიც პროცესში იქმნებოდა. ეკიპირებაც დიდ როლს თამაშობს, სპორტსმენს შენი თავი უნდა მოგწონდეს, განწყობას გმატებს. ახლა, კიდევ უფრო გავიაზრე, რას ნიშნავს ცნობილი გამონათქვამი- Dream Big. ეს მართლა ასეა“, – უთხრა აუდიტორიას მერაბ შარიქაძემ.

პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, სამომავლო გეგმები უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას უკავშირდება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved