• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას!” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
15:28 12-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,700

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

ახლა საუკეთსო დროა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ – ლიდერმა (ჩვენთან ხომ პარტია ლიდერია და დანარჩენები უბრალოდ პარაზიტირებენ – უმეტესობა), განაცხადოს: პარტია აჩერებს საქმიანობას!
მერე? მერე შეიქმნას დიდი არაფორმალური გაერთიანება ყველას მონაწილეობით. მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების, რომელებსაც აქტივისტებს ვეძახით. ვიცი – ძნელი იქნება გადაწყვეტილებების მიღება – თუ „ვიგრუზინებთ“… თუ ვიევროპულებთ ძალიან ადვილი. შიდა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით სულ ოთხი სექციაა შესაქმნელი: 1. მმართველი; 2. საგარეო ურთიერთობების; 3. წინაღმდეგობის; 4. კომუნიკაციის;
და ყველა ნახავს საკუთარ როლს და ფუნქციას ამ ფორმატში.
რას მოგვცემს ეს ყველაფერი? პარტნიორებს ის მაინც ეცოდინებათ ვის ესაუბრონ და რა ერთინი პოზიცია აქვს იმას, ვისაც ესაუბრებიან.
ახლა აქვე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და თემა – როგორ ვექცევით რუსეთთან? (სწორედ ეს საკითხია ყვლაზე მნიშვნელოვანი დასალეთისთვის, რომელსაც არ სურს ომის ახალი ცხელი კერა. „ოცნებას“ რომ ომს აიძულებდნენ ეს სუსულე გავატაროთ).
ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი. ამიტომ პოზიცია უნდა იყოს ნათელი და მკვეთრი: 1. რუსეთი გეოგრაფიულად არის მეზობელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები; 2. საქართველო მოითხოვს რუსეთისგან იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, რომელზეც მას ხელი აქვს მოწერილი (2008 წლის შეთანხმება); 3. საქართველო არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპატარისტულ რეჟიმებს და მათ დამოუკიდებლობას; 4. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უკუპირებულ ტერიტორებთან მიმართებაში, ადამინისტრაციულ საზღვრებზე თავად მოახდენს „ბორდერიზაციას“ და შეწყვეტს ყოველგვარ ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას ოკუპირებული რეჟიმებისა და იქ მცხოვრების მოსახლეობისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი; 5. რუსეთის მხრიდან 2008 წლის ხელშეკრულების შეუსრულებამდე – შეწყვეტილი იქნება დიპლომატიური ურთიერთობა; კონტაქტები იარსებებს ჰუმანიტარული, ბუნბებრივი კატაკლიზმების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული ვითარების დროს; 6. საქართველო არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ძალის გამოყენბით; 7. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ექნებათ საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ისარგებლებენ იგივე უფლებებით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები; და ა.შ.
დიპლომატები უფრო „გასაგებ“ ენაზე იტყვიან ყოველივეს, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის მკვეთრად და მკაფიოდ უნდა იქნეს განმარტებული თითოეული საკითხი.
რაც შეეხება სახელმწიფოს განვთარებას – პარტნიორებმა უნდა იცოდნენ: რეფორმები გატარდება სასამართლო ხელისუფლებაში; სრულად მოხდება შსს-ს, სუს-ის და ჯარის დეპოლიტიზირება; გატარდება რეფორმა პროკურატურაში;
ასევე სრულად იქნება უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი – დაწყებული სიცოცხლის უფლებით და გამოხატვის უფლებით დასრულებული; დაცული იქნება საკუთრების უფლება; უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება; ეკონომიკური რეფორმების მთავარი მიმართულება იქნება გადასახადების შემცირება, ბიზნესის ხელშეწყობა და დასაქმებულთა უფლებების დაცვა.
გატარდება განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები.
მოხდება კანონდებლობის ჰარმონიზირება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
გარანტიებულად გაგრძელდება მუშაობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსასულებლად.
აი, ეს არის ის, რისი მოსმენაც სურს ერთიან პოზიციად დასავლეთს. ერთი წლის განმავლობაში თავდადებული წინააღმდეგობის მიუხედავად, არასტრუქტურიზებულ ქუჩას არ შეუძლია ეს ყველაფერი „განაცხადოს“, მინიმუმ კითხვაა: ვინ აცხადებს და ვინ აღასრულებს, თუნდაც ამ გაცხადებულს?
მეასედ ვამბობ, სხვადასხვა ფორმით, კონკრეტულ დროსთან შესაფერისად – არ დაიწყებთ პროცესის ფორმალიზებას? მაშინ, 2028 წელსაც წააგებთ არჩევნებს! მაგრამ უკვე პარტიები კი არა – ქართველი ხალხი დამარცხდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved