სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
მე არ მესმის, ჯანსაღი კრიტიკა იმაზე, რომ მარიამ შენგელიასთან, რეჟიმის მომღერალთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა, როცა ქუჩაში ხალხს გზის გადაკეტვის გამო სისხლით იჭერენ, როგორ არის ლანძღვა?
ყველა თავის არჩევანს თვითონ აკეთებს, ნუცაც მათ შორის, მაგრამ ეს ქმედებები ჩვენს მიერ მოწონებული იქნება თუ არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
მაგალითად მე, ერთ-ერთი მიზეზი, სამსახური რატომაც აღარ მაქვს, არის ის, რომ ნინო წილოსანთან პატარა საქმიანი გადაკვეთაც არ შემეძლო.
რეჟიმთან და მის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ნორმალიზება და ამის აფიშირება არის დღეს პროტესტის და ამ წინააღმდეგობის დამღუპველი ქმედება. აჯობებს, ყველამ გაიაზროს პასუხისმგებლობები.














კომენტარები