• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

ალია ავტორი - ალია
13:49 12-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა  საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.

 

დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა  ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს, Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.

 

„რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.

ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციულიინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’ შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.

„ორივე  ბრენდი  თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი – ურბანულ  გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი, ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ  აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებიადატანილი“, – ამბობს თორნიკე.

 

„ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, – ამბობს„ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.

 

კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს – წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved