საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია.
სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას აკეთებს.“
“თუ ვინმე ფიქრობს, რომ მამა დოროთეს ამით გააჩუმებენ, ეს დიდი ტყუილია“- ამბობს მამა ილია თოლორაია
ეს საპატრიარქოს მხრიდან არ არის, ეს არის ხელისუფლების მხრიდან და საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას, მეუფე შიო, ჯაღმაიძე. ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას აკეთებს. ჯაღმაიძე რომ ხელისუფლების მონაა, მსახური და მეუფე შიო და ბოტკოველი და მერე იმათი მონა და მსახური რომ ხარ, რა ვიცი, კატასტროფაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მამა დოროთეს ამით გააჩუმებენ და ჩვენ იმით გაგვაჩუმებენ, რომ მღვდელმსახურებას შეგვიჩერებენ, ეს დიდი ტყუილია, უფრო მეტს ვიტყვით და უფრო ძლიერადაც, – ამბობს ილია თოლორაია.














კომენტარები