12 დეკემბერს საღამოს, მოსკოვის ცენტრში ქარმა უზარმაზარი ნაძვის ხე წააქცა. ინციდენტი ტვერსკოის ბულვარზე მოხდა. ვიდეოს Nexta ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ გდია მორთული, ათი მეტრის სიმაღლის ნაძვი ძირს.
შემთხვევის დროს ადგილზე დამთვალიერებლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, როგორც რუსული სააგენტოები წერენ, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.














კომენტარები