• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა გამისწორე და ჩემთან გქონდეს სექსიო – პოლიციელმა გამაუპატიურა”

ალია ავტორი - ალია
00:05 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

პასკონოვი ყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და თხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა.

პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.

დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა. თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და დაუსახლებელ ადგილას ჩამოსვლა თხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში.

სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.

“თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მითხრა, რომ შენ მე ახლა უნდა გამისწორო და ჩემთან უნდა გქონდეს სექსი, ამან ძალიან შემაშინა. იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყავდა” – ყვება გიორგი პასკონოვი.

თუმცა გიორგის ტრაგიკული ისტორია ამით არ დასრულებულა.

გაუპატიურების შემდეგ ბიჭი პოლიციაში მივიდა და როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავებმა სამხილების განადგურება დაიწყეს.

პროტესტის ნიშნად სასოწარკვეთილმა ბიჭმა პროკურატურის ეზოში თვითმკვლელობაც სცადა.

საქმეში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა მოძალადე დაეპატიმრებინათ.

პოლიციელმა დაკავების შემდეგ ძალადობა აღიარა და საპროტესტო შეთანხმებას ითხოვდა, მოძალადეს 6 წელი მიუსაჯეს.

გიორგი პასკონოვის თქმით, მოძალადეს ბევრად მეტი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს, რადგან მას მთავრობაში მფარველობენ.

გიორგის თქმით, მოძალადე პოლიციელს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯუმბერ იზორია მფარველობს, მოძალადე კი მას აშანტაჟებს.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved