• რეკლამა
  • კონტაქტი
05:02, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ იგებს “ოცნება”? – ეს იყო ოპოზიციის საბედისწერო შეცდომა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:05 12-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,408
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

სერიიდან – რატომ იგებს “ოცნება”

——————-

“ქართულმა ოცნებამ” ძალიან გონივრული სტრატეგია აირჩია, როდესაც ფსონი დადო ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე და არა ევროკავშირზე. “ოცნებას” ამისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებია. ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარი თავი თავად გააიგივა ევროკავშირთან. ეს იყო საბედისწერო შეცდომა. ოპოზიციამ ამერიკა “ოცნებას” აჩუქა.
არადა, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მარჯვნივ გადახრა ზუსტად ემთხვეოდა ქართული მოსახლეობის უმრავლესობის ტრადიციულ სენტიმენტებს და ამერიკაზე ორიენტაციის აღება არაერთ ანტი-დასავლურ არგუმენტს გამოაცლიდა ხელიდან “ოცნებას”.
საუბედუროდ, ულტრა-მემარცხენე ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების მიერ გამოზრდილმა ქართული ოპოზიციის ინტელექტუალურმა ბირთვმა პოლიტიკური სიბეცის გამო ორიენტაცია მხოლოდ ევროკავშირზე აიღო და ევროპელებთან ერთად დაუპირისპირდა ამერიკას.
პოლიტიკური სიბეცე იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით იმპოტენტ კონგლომერატს წარმოადგენს და ამერიკის სამხედრო ქოლგის გარეშე აბსოლუტურად მოწყვლადია. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურ სპექტრს საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა ამერიკულზე გაესწორებინა, მათ ევროპელებს მიბაძეს და ტრამპის ადმინისტრაციის დაუფარავ ლანძღვასა და კრიტიკას შეუდგნენ.
“ოცნება” უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს ტრამპის უახლოეს გარემოცვაზე გასვლა, მაინც შექმნეს იმის ილუზია, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება დაიწყეს. არადა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტრამპის უახლოესმა და უაღრესად გავლენიანმა მეგობარმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა -მაიკლ ჯონსონმა თავად მიაწოდა სენატს “მეგობარი” აქტი, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია “ოცნებას” ახლოსაც არ იკარებს.
საქართველოს მთავრობის პირველი პირები დიდებულად იყენებენ ოპოზიციური სპექტრის სიბეცეს და ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაც მოხერხებულად მოარგეს საკუთარ პროპაგანდას. ცხადია, ეს ძალიან ადვილი იყო, რადგან ამერიკული სტრატეგია ხომ ძირითადად ევროკავშირის და ევროპის მწვავე კრიტიკისაგან შედგებოდა. ასე გამოიყვანა საკუთარი თავი “ოცნებამ” ამერიკელთა მოკავშირედ, რაც რეალურად სრული მირაჟია, მაგრამ “აბა ომი გინდათ” სტრატეგიასთან ერთად დიდებულად მუშაობს ნეიტრალურ უმრავლესობაზე, რომლებიც თვლიან რომ ამჟამინდელ დაძაბულ საგარეო სიტუაციაში “ოცნებასთან” აქტიური დაპირისპირება არ ღირს ევროპის გამო.
ეს არის რეალობა, რომელზეც საუბარი სერიოზულ პრო-დასავლელ ქართველ პოლიტ-ექსპერტებს არ სურთ. არ სურთ, რადგან საერთაშორისო ტრენდი ამჟამად მკვეთრად ანტი-ამერიკულია ქართულ ინტელექტუალურ სოციუმში, რომელთანაც დაპირისპირებას ბუნებრივად უფრთხიან.
არადა, ერთადერთი ქმედითი საერთაშორისო ძალა, რომლის იმედი ქართველ პატრიოტებს შეიძლება ჰქონდეთ, ამერიკაა და არა ევროკავშირი.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანის ძირითად ხელშემწყობ ძალას ჩინეთი წარმოადგენს, და რომ ჩინური დახმარების გარეშე რუსეთი ომის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.
ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ძირითადი ნაწილიც სწორედ ჩინურ საფრთხეს ეხება და ევროპელებს, გამორჩეულად კი გერმანელებს აკრიტიკებს იმისათვის, რომ მათ ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური წარმოებები ჩინეთში გადააქვთ, რადგან რუსეთის ენერგო-მატარებლებისაგან ჩახსნამ ძალიან გააძვირა ამ წარმოებების შენახვა თავად ევროპაში.
დოკუმენტში პირდაპირ არის ნახსენები მსოფლიოს ყველაზე დიდი და მძლავრი ქიმიური გიგანტი, გერმანული BASF-ი, რომელიც ამჟამად მრავალმილიარდიან პროექტებს ახორციელებს ჩინეთში.
ანუ, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებიც მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებენ ჩინეთში, ხელს უწყობენ ჩინური ბიზნესისა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც საშუალებას აძლევს ჩინეთს, წარმატებულად მოამარაგოს რუსეთი და ამავე დროს ეფექტურად გააბათილოს ამერიკული ტარიფებისაგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი.
ეს მაგალითიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რეალურად როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი რუსეთის სამხედრო მანქანას ირიბად. აღარაფერი რომ ვთქვათ პირდაპირ ხელშეწყობაზე, რაზეც დაუფარავად ისაუბრა შვედების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის თანახმადაც ომის დაწყებიდან ევროპამ რუსებს ბევრად უფრო მეტი ფული მიაწოდა, ვიდრე უკრაინას. იმავდროულად კი, ამერიკას არც პირდაპირი და არც ირიბი მონაწილეობა არ მიუღია რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსებაში და თან პარალელურად დაუღალავად ცდილობს მთავარი მომმარაგებლის – ჩინეთის ალაგმვას.
გრძელ მიმოხილვებს ფეისბუქზე პრაქტიკულად არავინ კითხულობს, ამიტომ ამჯერად აქ შევაჩერებ ლოგიკურ ჯაჭვს. თანაც საშუალებას მივცემ არა-ეგზალტირებულ ადამიანებს დასაფიქრებლად.
გაგრძელება იქნება …

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved