• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2026 წლიდან თანამდებობის პირების ხელფასები კვლავ იზრდება – ვის რამდენი ექნება ანაზღაურება

ალია ავტორი - ალია
10:30 12-11-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება – აღნიშნულს ითვალისწინებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი – 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი კოეფიციენტით კი (8), პარლამენტის წევრების ანაზღაურება.

საგულისხმოა, რომ კოეფიციენტით ხელფასების გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება, რომელიც კონკრეტული წლის ბიუჯეტით განისაზღვრება. ასე მაგალითად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს მოცულობის გათვალისწინებით გთავაზობთ, რამდენი იქნება თანამდებობის პირების ხელფასები მომავალი წლიდან (თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):

პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) – თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
მინისტრის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 7.50) – თვეში 12 000 ლარი, წლიურად 144 000 ლარი;
მინისტრის მოადგილე (კოეფიციენტი 7.25) – თვეში 11 600, თვეში 139 200 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 9.2) – თვეში 14 720 ლარი, წლიურად 176 640 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 9) – თვეში 14 400 ლარი, წლიურად 172 800 ლარი;
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.6) – თვეში 13 760 ლარი, წლიურად 165 120 ლარი;
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კოეფიციენტი 8.3) – თვეში 13 280 ლარი, წლიურად 159 360 ლარი;
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.2) – თვეში 13 120 ლარი, წლიურად 157 440 ლარი;
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 8.5) – თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (კოეფიციენტი 8.1) – თვეში 12 960 ლარი, წლიურად 155 520 ლარი;
პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) – თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე 20%-ის გამოკლების შემთხვევაში, მათი დარიცხული თვიური სარგო (ე.წ. ხელზე ასაღები ანაზღაურება) 12 800 ლარი, ხოლო წლიური 153 600 ლარი იქნება.

ამასთანავე, მინისტრების ყოველთვიური დარიცხული სარგო 10 880, ხოლო წლიურად – 130 560 ლარი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2026 წლიდან საშემოსავლოს გარეშე, დეპუტატის შემოსავალი თვეში 10 240 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი 122 880 ლარს გაუტოლდება.

bpn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved