• რეკლამა
  • კონტაქტი
13:37, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, ზიანის სანაცვლოდ კი ავარიაში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე სადაზღვევოსგან თანხებს იღებდნენ

ალია ავტორი - ალია
11:03 12-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

პოლიციამ დააკავა 2 პირი, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი, ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე, ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, ქალაქ რუსთავში, მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული მ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს.

სქემის მიხედვით, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი, ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე, ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, ქალაქ რუსთავში, მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved