• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დასაწყისში 100 კაცი მოდიოდა, მერე- 1000, ბოლოს 100 000 გამოვიდა ქუჩაში და ახლაც ასე მოხდება!!!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:28 12-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,242

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ასეთი ბნელი ტელევიზია- “რეალ- ტივი”. დღეს ამ საშინელი ტელევიზიის ბოროტ გამოცდილებას “პოსტ- ტივი” აგრძელებს, ნაცურ სტილში!
ეს ანტიჟურნალისტიკა პირდაპირ მიბმულია ხელისუფლებასთან და, ნაცების მსგავსად, ცდილობს ყველა იმ პარტიის, ჯგუფის, პერსონის გაშავებას და დაკნინებას, ვისაც “ქართული ოცნებისგან” განსხვავებული აზრი, პოზიცია, შეხედულება აქვს. ახლი “რეალ- ტივი” შვა “ქართულმა ოცნებამ” და მე პირადად ეს არ მომწონდა სააკაშვილის დროს და არ მომწონს დღესაც! ესაა სიმახინჯე! ესაა ნაცობა!

30 ნოემბრის აქცია არანაირად არ ყოფილა პროვოკაციული, რა ბოლშევიკურ პროპაგანდასაც “პოსტ- ტივი” ეწევა. “ინაშვილის და თარხან- მოურავის პროვოკაციული მიტინგიო”. პროვოკაცია ის არაბული პროექტია, რომელიც ჩემი, ჩვენი და მრავალი მოქალაქის აზრით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და ჩვენს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს!

მეორე- მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მობრძანდა დღევანდელ აქციაზე, ყველას მოვეფერე და ახლაც ვეფერები! მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე “რამდენიმე ათეული ადამიანი”, რასაც ახალი “რეალ- ტივი” ანუ “პოსტ- ტივი” ავრცელებს და კიდევ გამრავლდება, ეს აუცილებლად მოხდება!!!!

ჩვენ თავად ვთქვით, რომ მეტი ადამიანის ხილვას ვისურვებდით, მაგრამ დღევანდელ პირობებში ამასაც არ ველოდი, სიმართლე გითხრათ. ხალხი დააშინეს, დაქსაქსეს, დაღალეს, გამოფიტეს, დააბნიეს და ამ ვერაგობის გარდატეხა ახლა მხოლოდ იწყება!
აქცია შედგა! იმედიანი, მოტივირებული ადამიანები კიდევ დიდხანს ესაუბრებოდნენ ერთმანეთს რუსთაველის ძეგლთან. ნაპერწკალი გაჩნდა და გარეთ გამოვიდა!!!!!!!! ესაა მთავარი!

პატიმრების წამების თემაზე რომ ვმართავდით აქციებს, დასაწყისში 100 კაცი მოდიოდა, მერე- 1000, ბოლოს 100 000 გამოვიდა ქუჩაში და ახლაც ასე მოხდება!!! ქართველი ხალხის დიდი ნაწილი საფრთხეს ხედავს არაბული დასახლებების მშენებლობაში, არასდროს ეშლება ქართველ კაცს, სადაა საფრთხე და სად- სიკეთე. როცა მიწას ეხება საქმე, ეკონომიკა არაა მთავარი, მიწას ჩვენთვის სულიერი დანიშნულება აქვს!!! ხელისუფლების პროპაგანდამ ვერ გადაწონა საფრთხის შეგრძნება, რაც დუღს ხალხში. ვაგრძელებთ მოქმედებას, ვაგრძელებთ იმის დაცვას, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის- ქართული მიწის!

P.S. გამგებმა გაიგოს: რადგან ვერ ისვენებთ, ამ დღეებში ახალ წერილს გამოვაქვეყნებ და დანარჩენ სათქმელს იქ ვიტყვი!“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved