• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სინამდვილეში უარესადაა საქმე” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:58 11-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,099

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,ბოლო დროს ბევრ ადამიანს იჭერენ სრულიად უმიზეზოდ და მაინც ადამიანები სვამენ შეკითხვას: რისთვის? გზაზე იდგა, პირბადე ეკეთა? სტატუსი დაწერა რამე? პოლიციელს აგინა?

ჯერ იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ჩამოთვლილი მიზეზები ადამიანის დაპატიმრების საფუძველი შეიძლება გახდეს.

მაგრამ სინამდვილეში უარესადაა საქმე და კიდევ უარეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ფერენს სანტას რომანში “მეხუთე ბეჭედი”, უნგრელი სუსის თანამშრომელი ლექციას უტარებს უფრო გამოუცდელ თანამშრომელს წამების მეთოდებისა და მიზნების შესახებ.

შინაარსი ასეთია: არის ხალხი, რომელიც გვეწინააღმდეგება, პოსტერებს აკრავს, გვაგინებს, ბომბებს ისვრის და ლიანდაგებს აფეთქებს. ასეთი ხალხი სულ რამდენიმე ათასი შეიძლება იყოს. ბოლო-ბოლო ყველას დაიჭერ და მოკლავ და ეგაა. მაგრამ ბევრად მეტია მასის ხალხი, მილიონობით… ეგენი არ ისვრიან ბომბებს, უკმაყოფილებას არ გამოხატავენ, ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც არაფერს აშავებს.

ხოდა როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეგ ხალხი? შიშით.

ამისათვის, უნდა დამნაშავეებთან ერთად უნდა დაიჭირო სრულიად უდანაშაულები და ისინიც აწამო.

კონკრეტულ ოთხ ადამიანზე საუბრისას, ლექტორი ამბობს:

“ამ ოთხმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შენ გაქვს უფლება მათ ცხვირები გაუტეხო, კბილები დააძრო, თირკმელებში ურტყა, აგინო, და რა თქმა უნდა, როდესაც მოგესურვება მათ ტავერნებსა და სახლებში შესვლისა და მათი იქ ცემის უფლებაც. აი ამიტომ უნდა ცემო ხალხი! რათა მათ იცოდნენ, რომ შეიძლება არაფერი შეიძლება აკეთონ, შენ კი ყველაფრის უფლება გაქვს!”

ლექცია ასე მთავრდება:

“მათთან არ ახსენო მიზეზები, თუ რატომ დაემართათ რაც დაემართათ. თუკი ეცოდინებათ, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს და რატომ გალახეს, მაშინ მხოლოდ ის მოქალაქეები შეშინდებიან, რომლებმაც მსგავსი რამ ჩაიდინეს. არაფერი უთხრა მათ! დაე მსოფლიოში ყველას ეშინოდეს – დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც!”

გუშინ რეზი პეტრიაშვილი დაიჭირეს. დაუმორჩილებლობის გამო. და მათი ვერსიით ის მათ არ დაემორჩილა მაშინ, როდესაც მის დასაკავებლად მივიდნენ დაუმორჩილებლობის გამო, რომელსაც ის მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში ჩაიდენდა.

მეორენაირად:

მივიდნენ რომ დაეკავებინათ იმისათვის, რომ ის ამ დაკავების დროს არ დაემორჩილებოდა.

ხო აბსურდია? ხო არალოგიკურია? მაგრამ მიზანი ვიცით. ყველას დავიჭერთ. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს ქვეყანა ჩვენია. რასაც გვინდა იმას ვიზამთ, თქვენ კი ვერაფერს იზამთ.

იმდენი თქვენ რა გითხარით, ან რეზის ან ვინმეს რომ ასე შეაშინებთ. ჩვენია ეს ქვეყანა. ყველაფრის უფლება გვაქვს, რა უფლებებითაც დავიბადეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ უფლებების განხორციელება შევძლოთ ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც, ისევე როგორც იმ პოლიციელებმაც და მათმა შვილებმაც, რომლებსაც დღეს ყველაზე ბინძურ მჩაგვრელობით საქმიანობას აკეთებინებენ.

არა ხო, ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგალითად ჩემთვის დარჩენილი 40 წელი?

რანაირად?

თუ გგონიათ რომ მე წავალ? ეგეც რანაირად აბა?“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved