რა ტემპერატურაზე უნდა ვამუშაოთ გათბობი ქვაბი?, – ამ კითხვის სეზონი უკვე გახსნილად გამოგვიცხადებია. ამინდებს გააჩნია, მაგრამ უმეტესად, კითხვა მარტის თვის ბოლომდე აქტუალურია. ამაზე აქტუალური მხოლოდ ის კითხვაა, რა შემთხვევაში გჭირდება გათბობის ქვაბის ხელოსანი, ან ხომ არაა უკვე გათბობის ქვაბი გამოსაცვლელი?
ამბობენ, რომ გათბობის ქვაბი ბიუჯეტურია – გათბობა მთელი სახლის, ცხელი წყალი და რა უნდა იყოს ამაზე ხელსაყრელი.
აი, იყიდე გათბობის ქვაბი, დაამონტაჟე, ან რა დამონტაჟება უნდა, ფიქრობ, ჩართავ, იმუშავებს, მაგრამ ყველა ოთახში ერთნაირი ტემპერატურა არ გხვდება და ძალიან დიდი გადასახადის გადახდა გიწევს. ამ დროს პირველი აზრი რაც მოდის ისაა, რომ ყველა გატყუებდა, რომ ისინი, მაისურებით რომ დადიან ზამთარში სახლებში, რაღაცას მაიმუნობენ, შუა ცეცხლი აქვთ დამატებით დანთებული იქვე, ან ყინვაგამძლენნი არიან. ის გადასახადი კი, როგორც ჩანს, მათი ოჯახური ბიუჯეტისთვისაა მცირე, თორემ, სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა?
თუ ყველა ოთახი ერთნაირად არ თბება, ან გადასახადი ძალიან მაღალია – ორი პრობლემა შეიძლება იყოს, არასწორად იყოს დამონტაჟებული ქვაბი და ან რეჟიმი გქონდეს არასწორად შერჩეული. გათბობის ქვაბის დამონტაჟებას ცოდნა სჭირდება, პროფესიონალმა იცის, რა ფართზე, რამდენი რადიატორია საჭირო, თითო რამდენშრიანი და როგორ გადაანაწილოს ისინი სახლში ისე, რომ ყველა ოთახში ერთნაირად თბილოდეს, რომელ ოთახში მეტი რადიატორია საჭირო კვადტრატულ მეტრზე, რომელ ოთახში ნაკლები და რატომ? მაგალითად, რა განსხვავებაა სამზარეულოსა და საძინებელს შორის და როგორ უნდა დაბალანსდეს ეს სხვაობა. მოკლედ, არაერთი დეტალია და გარდა იმისა, რომ თუ ოთახებში სხვადასხვა ტემპერატურა იქნება, ხშირად გაცივდები, გათბობის ქვაბსაც მეტი ჯაფა უწევს და ნაკლებს ცოცხლობს არასწორი მონტაჟის პირობებში. მთავარია, არ ჩათვალო, რომ ნორმალურია, ასე უნდა იყოს, ზოგ ოთახში მეტად უნდა ცხელოდეს და ზოგ ოთახში – ნაკლებად და ოთახიდან ოთახში გადასვლელად ჟაკეტის და თბილი ბოტების ამოცმა უნდა გჭირდებოდეს.
პირველ რიგში იძახებ პროფესიონალ ხელოსანს და არკვევ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული ქვაბი.
თუ სწორადაა დამონტაჟებული, ესე იგი, საქმე რეჟიმებშია. რეჟიმები სხხვადასხვა ფართისთვის და სხვადასხვა პირობებისთვის განსხვავებულია. დარწმუნებული ვარ, ახლა ფიქრობ, რომ გატყუებ, რომ მაგას ხომ შენითაც იზამ, ან რა ცოდნა უნდა, ყველაზე მაღალ რეჟიმზე ჩართავ და ეგაა, ხომ?
კარგი, პირადი გამოცდილებით მოგიყვები და თავადვე მიხვდები, რომ ბლოგის მთავარი ხრიკი, ხრიკის არარსებობაა.
ვიყიდე გათბობის ქვაბი. პროფესიონალს მივანდე სრულად, არჩევაც მათ შორის, რადგან, გავიმეორებ და ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, იმასაც მთაში თუ ქალაქში ცხოვრობ, სახლში, თუ კორპუსში, რამდენი კვადრატია და რომელი ოთახი რამდენი კადრატია, კუთხის ბინაა, თუ არა, იქნებ, აგარაკია თბილისთან ახლოს, იქნებ, ბიზნესია, მაგალითად სარესტორნე, რომლის კარიც ხშირად იღება, ან კლინიკა, რომლის შემთხვევაშიც, ხშირად, სწორედ მაგ შეცდომას უშვებენ სართულებზე, ბიზნესს არგებენ, კარის და ფანჯრის ხშირად გაღებას ითვალისწინებენ, ცხადია, სულ ტყუილად, სწორედ მაგიტომაც ცხელა აუტანლად.
მეზობლები მყავს, ვანო და ანა, რაც უნდა ვიყიდო, ვანო ყველაფერს ჩაფიქრებული უყურებს რამდენიმე წუთი, მერე კი თითს გაიშვერს და იტყვის – მეც მინდა! მიდიან და ყიდულობენ, ოღონდ, ანა ხელმომჭირნეა, ცდილობს მსგავსი, მაგრამ იაფიანი იყიდოს,. – ამიტომ, უმეტესად მალევე უფუჭდებათ.
ამჯერადაც, გათბობის ქვაბი ვიყიდე თუ არა, – მოუნდა, ოღონდ, ანამ, მონტაჟის ფული დაზოგა და ნათლულის დეიდაშვილის მეზობელს რომ შპალერი გააკვრევინა სახლში,, იმას დაურეკა. იმ კაცმა არასოდეს მიცდია გათბობის ქვაბის დამონტაჟებაო, მაგრამ ანამ, შენ ეგრე არც შპალერი გქონდა გაკრულიო და აცაბაცად და აქა–იქ კუდწამოწეულ შპალერს ხელი გადაუსვა.
სამი დღე იარა იმ კაცმა, სამი დღე უშლიდა სუფრას ანა, ბოლოს გათბობის ქვაბის ხელოსნის ნომრისთვის მომადგნენ.
მიდგა საქმე რეჟიმზე და ანამ განაცხადა, მაგას და მის ხელოსანს რას ვუყურებთ, მოდი, ჩვენ ჩვენით ჩავრთოთ რეჟიმი 40 გრადუსზეო. ერთი კვირის შემდეგ მითხრეს, ჩვენი ქვაბი გაუჩერებლივ მუშაობს ხოლმე, ვამოწმებთ და შენი რატომ არ მუშაობს გაუჩერებლივ, რაღაცა ხომ არ სჭირს და წუნი ხომ არ შემოგასაღესო?
ვუთხარი, რომ ჩემი ქვაბი ზარმაცია და მათი მშრომელი.
გადის ერთი თვე და გამოტყდა ვანო, რაღაცა ვერ გვაქვს საქმე კარგად, ხომ შეუსვენებლივ მუშაობდა ჩვენი, შენი ხომ ისვენებდა და არადა, შენთან ერთნაირად თბილა და ჩვენთან კიდევ, ზოგ ოთახში გრილა, ზოგში – მეტად გრილა და ზოგშიც კი, – თბილაო. ამას აიტანდნენ, არ იყო პრობლემა, მაგრამ გადასახადი მოვიდა ძალიან დიდი და მთხოვეს, მიდი, შევადაროთო. შევადარეთ და მე აშკარად ნაკლებს ვიხდი გადასახადს.
რას ვაკეთებთ პირველს, როცა 40 გრადუსიანი რეჟიმი არ მოგვწონს. თუ ვანო და ანა ვართ? – არა, პროფესიონალს ჯერ ისევ არ ვიძახებთ, რა საჭიროა. ვრთავთ 50 გრადუსიან რეჟიმს. ოთახები შედარებით მეტად დათბა, მაგრამ გადასახადი ისევ დიდი მოუვიდათ და თვის ბოლოს კიდევ ერთი „კოლოქიუმი“ შედგა. როგორ გინდა უმკურნალო, დიაგნოზს ვერ ვსვამთ.
დაიწყო მესამე თვე და გადავიდნენ 60 გრადუსიან რეჟიმზე. ტუმბო ისე თავგანწირვით აღარ მუშაობს, ისვენებს და პირველად, 3 თვის შემდეგ, გადასახადი მოდის თითქმის იმდენი, რამდენიც მე მომდის და ვანო კმაყოფილია, მაგრამ ანას ეშმაკი არ ასვენებს, 60 გრადუსიანი რეჟიმი თუ კარგია, 70 გრადუსიანი ხომ უკეთესი იქნებაო? – არ ვიცი, მუსიკაში, კოსმოსურ ხომალდში და გათბობის ქვაბებში ვერ ვერკვევი. ეს სამი ნაკლი მაქვს.
ჩართეს 70 გრადუსზე და ტუმბო კიდევ უფრო მეტი დროით ისვენებს, მაგრამ სამაგიეროდ ცოლიც და ქმარის ექიმებში დარბიან, რადგან ხან წამოახურებთ, ხანაც სცივათ და რაღაცის ბრალი ხომ უნდა იყოს? მეოთხე თვის ბოლოს, რაც ექიმებს გადაურჩათ, ის გადასახადებს მიათხლიშეს, იმიტომ რომ ამჯერადაც საკმაოდ მაღალი მოვიდა.
ამასობაში, ზამთარიც გავიდა – ოთხი თვეა ხოლმე უმეტესად. წელს მოვიდნენ და მთხოვეს, შენ იცი პროფესიონალი ხელოსნის გამოძახება და მიდი რა, მოიყვანეო. ვიცი რა, გამრავლების ტაბულა და ზმნის უღლება ხომ არაა? საიტი არსებობს, სადაც არაერთი განცხადებაა და შეგიძლია უპრობლემოდ აირჩიო გათბობის ქვავის ხელოსანი, ადგილის მიხედვით, განცხადების მიხედვით, გამოცდილების მიხედვით, კომენტარების მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე არაეფექტური სწორედ 40 გრადუსიანი რეჟიმია, ამ რეჟიმში ვერ ახერხებს გათბობას ყველა ოთახის, სწორედ ამიტომ მუშაობდა ამ რეჟიმზე შეუსვენებლად ტუმბო და სანათური, შეუსვენებლად მუშაობის გამო კი, მეტ გაზს და ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. დაახლოებით რომ დავთვალოთ, 40 გრადუს რეჟიმზე როცა ამუშავებ გათბობის ქვაბს, მას სამჯერ მეტი გაზი და ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე 70 გრადუსიან რეჟიმს.
50 გრადუსიან რეჟიმით, გათბობის ქვაბი ყველაზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, თუმცა, ტუმბო ამ შემთხვევაშიც თითქმის შეუჩერებლად მუშაობს და ელექტროენერგიის გადასახადი ისევ მაღალია. ამიტომ, ეს რეჟიმიც ნაკლებად ეკონომიურია. დადებითი ამ რეჟიმს ის აქვს, რომ, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ბატარეები გაცილებით მეტხანს ინარჩუნებენ სითბოს.
თურმე, ჩვენს შემთხვევაში, 60 გრადუსიანი რეჟიმი ყველაზე ოპტიმალურია, სახლში თბილა, ტუმბო და სანათები ისვენებენ, მაგრამ ბატარეები დიდხანს ინარჩუნებენ სითბოს.
აი, 70 გრადუსიანმა რეჟიმმა კი, ვაჟას და ანას ექიმებთან სიარულის მიზეზი გვაპოვნინა, გაირკვა, რომ 70 გრადუსიანი რეჟიმი ძალიან სწრაფად, მცირე გაზითა და ელექტროენერგიით ათბობს სახლს, დაახლოებით 15–20 წუთში ათბობს სახლს და – ისვენებს, ითიშება 4–დან 6 საათამდე. სწორედ ამ ხანმოკლე მუშაობის გამო ბატარეებში სითბოს მარაგი ცოტაა და ტემპერატურის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ესეც შენი წამოხურება და შემცივნება. დაკვირვებული პირი, ახლა მკითხავს, კი მაგრამ თუ ასე ცოტა ხნით მუშაობს, გადასახადი 70 გრადუსიან რეჟიმზეც დიდი რატომ მოვიდა? – იმიტომ, რომ როცა ქვაბი „ისვენებს“ ბატარეები ცდილობენ ოთახებში ტემპერატურის შენარჩუნებს, რას შეინარჩუნებენ, რაც ფიზიკურად არ აქვთ, მაგრამ ცდილობენ და ცირკულაციის სანთურა თითქმის მუდმივად მუშაობს და ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება.
ჩვენი სახლებისთვის იდეალური ვარიანტი 60–65 გრადუისიანი რეჟიმები გამოვიდა, თუმცა, გავიმეორებ, ფართის კარგად და ეკონომიურად გათბობა გარე ტემპერატურაზეცაა დამოკიდებული, ფართობზეც, ფართის დანიშნულებაზეც და მოკლედ, არაერთ დეტალზე.
წინ მთელი ოთხი თვე გაქვს მინიმუმ, შეგიძლია თავად ცვალო რეჟიმები და სცადო რა გამოვა, მეტი დახარჯო, ნაკლებად გათბე და სეზონის ბოლოს, როცა პროფესიონალ ხელოსანს გამოიძახებ, ამაყად თქვა, სამაგიეროდ, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეო, ან ახლავე გადახვიდე ბმულზე და აარჩიო გათბობის ქვაბის პროფესიონალი ხელოსანი ადგილის, გამოცდილების, განცხადების, კომენტარების მიხედვით.
თბილს ზამთარს არ გისურვებთ, თბილი ზამთარი რანაირია, იყოს ზამთარი ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მე კი ზამთარში თბილ სახლებს და სავსე საფულეებს გისურვებთ, ფულით სავსე საფულეებს და არა გადასახადის ქვითრებით გამოტენილს. დაე, ისე აგხდენოდეთ, რომ შემდეგში დაგეგუგლოთ: როგორ შევინახო ბევრი ფული სახლში, რომლის ყველა ოთახშიც ერთნაირად თბილა.
(R)














კომენტარები