ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მზია ამაღლობელის სიტყვას აქვეყნებს. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლო განაჩენს უახლოეს წუთებში გამოაცხადებს:
,,მზიას საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე:
“მიუხედავდ იმისა, რომ ჩემს კოლეგებს, კრიტიკულ მედიას, თანამოაზრეებს, ოჯახს წამით მარტო არ დავუტოვებივარ, ვფიქრობ, რომ არა ჩემი ადვოკატების კომპეტენცია, მათი პასუხისმგებლობა, მათი თავისუფლება რეჟიმის გავლენებისგან, რომ არ ყოფილიყო მათი პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ჩემი ფეხი სასამართლოში არ იქნებოდა. ჩავთვლიდი, რომ აზრი არ აქვს. ვიტყოდი, რომ ელაპარაკონ ერთანეთს სასამართლო და ბრალდების მხარე. ღირსეული დაცვა მყავდა და იმედი მაქვს, რომ ამ ღირსეული დაცვის წარმოდგენილი არგუმენტები გათვალისწინებული იქნება”
სააპელაციო განაჩენს დღესვე გამოაცხადებს
#თავისუფლებამზიას














კომენტარები